FM97.5 / LIVE

ერთ კვირაზე მეტია ახალციხის რამდენიმე ქუჩაზე გარე განათებაა დაზიანებული

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.03.2018
ერთ კვირაზე მეტია ახალციხეში, რამდენიმე ქუჩაზე, გარე განათების ლამპიონების ნაწილი აღარ ინთება.

ერთ კვირაზე მეტია ახალციხის რამდენიმე ქუჩაზე გარე განათებაა დაზიანებული

მეხუთე საჯარო სკოლის მიმდებარედ, კეცხოველის ქუჩის დასაწყისში არსებული ლამპიონებიდან ოთხი, დიდი ხანია აღარ ანთებულა. ქუჩის დასასრულში ერთი ლამპიონი კი პერიოდულად ინთება და ქრება. ამის გამო, ქუჩის დასაწყისი, სადაც ერთ–ერთი სახიფათო გზაჯვარედინია, თითქმის ჩაბნელებულია.

განსხვავებით კეცხოველის ქუჩისგან, ცენტრალური ქუჩები არ არის ფარნავაზ მეფისა და დიდიმამიშვილის ქუჩები. გარე განათება აქაც დიდი ხნის წინ გაფუჭდა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ გაარკვია, ახალციხეში გარე განათებების სისტემის მოწყობასა და შეკეთებაზე პასუხისმგებელი კომპანია შპს „ერისიმედია“. კომპანიამ გარე განათების მოწყობის სამუშაოებზე 2016 წლის 20 იანვარს გამოცხადებულ ტენდერი 555 859 ლარით მოიგო.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული დაზიანებების შესახებ მათ კომპანიას 14 თებერვალს, წერილობით აცნობეს. პასუხი კომპანიამ 19 თებერვალს დააბრუნა, სადაც წერია, რომ გამოგზავნიან წარმომადგენელს, რომელიც პრობლემას შესწავლის.

„2 მარტს კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვლენ და ყველა დაზიანებულ ლამპიონს შეაკეთებენ“, – ირწმუნებიან ახალციხის მერიაში.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარე განათების მეორადი ბოძებით შიდა ქუჩები განათდება
ერთ კვირაზე მეტია,  ივანე ახალციხელის ქუჩა  ჩაბნელებულია
როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა
სამი ღამეა რუსთაველის ქუჩა ჩაბნელებულია
ამოჭრილი ასფალტი და სახიფათო საცობები ახალციხის სამანქანო გზებზე
კეცხოველის ქუჩაზე პანდუსი, რომლის შუაშიც გარეგანათების ბოძი იყო, მოანგრიეს
ივანე ახალციხელის ქუჩაზე გარე განათება შეაკეთეს