FM97.5 / LIVE

ამოჭრილი ასფალტი და სახიფათო საცობები ახალციხის სამანქანო გზებზე

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 14.07.2015
კომუნალური სერვისების მოსაწესრიგებლად ამოჭრილი ასფალტის საფარი, ახალციხის ცენტრალურ გზებზე, ჯერ ისევ შესაკეთებელია.

ამოჭრილი ასფალტი და სახიფათო საცობები ახალციხის სამანქანო გზებზე

კერძოდ , ასფალტი არ არის დაგებული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე – ნათენაძის და კეცხოველიც ქუჩების გადაკვეთასა და ასევე, კეცხოველისა და კოსტავას ქუჩის გადაკვეთაზე.

ორივე მონაკვეთი ახალციხის მთავარ ცენტრალურ ქუჩებშია, ორივე მონაკვეთი მოსახვევთან არის ახლოს და დილისა და საღამოს საათებში თითქმის ყოველთვის საცობებს ქმნის.

ასევე ჯერ ისევ ამოჭრილია ასფალტის საფარი ფარნავაზ მეფისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე. ამ პერიოდში აღნიშნული მონაკვეთიც დატვირთულია, იმის გამო, რომ დღის საათებში მეხუთე სკოლასთან გზა იკეტება.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული მონაკვეთების შეკეთება იმ კომპანიების მოვალეობაა, რომელთაც ქუჩები სხვადასხვა სამუშაოების დროს ამოჭრეს.

მაგალითად, ცენტრალურ ქუჩებში ასფალტის საფარი გარე განათების დამონტაჟების გამო ამოჭრეს. გარე განათების მონტაჟის სამუშაოებს სს „ერისიმედი“ ასრულებს და შესაბამისად, გზის შეკეთებაც მას ევალება. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ როგორც კი ‘ერისიმედი’ სამუშაოებს დაასრულებს, გზების შეკეთებას დაიწყებს. სამუშაოები კი, მერიასა და „ერისიმედს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 24 ივლისს უნდა დასრულდეს. „ერისიმედმა“ დაზიანებული ტროტუარები უკვე შეაკეთა.

ფარნავაზ მეფისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე გზა სასმელი წყლის ქსელის მოწყობის გამო დაზიანდა. ამ ქუჩაზე, ისევე, როგორც ქალაქის კიდევ რამდენიმე უბანში, მაგალითად, თამარაშვილის ქუჩაზე, სამუშაოებს შპს „ასნაფი“, ქუჩის შეკეთებას მისი მოვალეობაა. კომპანიამ გზების შეკეთება უკვე დაიწყო, მაგალითად, პირველადი სამუშაოები უკვე დაასრულა თამარაშვილის ქუჩაზე.

ამოჭრილი ასფალტი და სახიფათო საცობები ახალციხის სამანქანო გზებზე

ამოჭრილი ასფალტი და სახიფათო საცობები ახალციხის სამანქანო გზებზე

ამოჭრილი ასფალტი და სახიფათო საცობები ახალციხის სამანქანო გზებზე

[ნანა მიქელაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრში სახიფათოდ ამოჭრილი გზების შეკეთება დაიწყო [Photo]
როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა
ვინ უნდა შეაკეთოს რუსთაველის ქუჩაზე ამოჭრილი ასფალტი
გარე განათების მეორადი ბოძებით შიდა ქუჩები განათდება
რუსთაველის ქუჩაზე ამოჭრილი ასფალტი შეაკეთეს
ერთ კვირაზე მეტია ახალციხის რამდენიმე ქუჩაზე გარე განათებაა დაზიანებული
25 ნოემბრამდე ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება