FM97.5 / LIVE

როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა

მთავარიეკონომიკა 19.05.2015
ახალციხის მერია ახალციხეში, ცენტრალურ ქუჩებზე, ენერგოეფექტურ გარე განათებას ამონტაჟებს, რის გამოც, ცენტრალური ქუჩები გადაითხარა. მერიაში ამბობენ, რომ გზებს ის კომპანია აღადგენს, ვინც გარე განათებას ამონტაჟებს.

როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა

ახალციხეში გარე განათების ახალი სისტემის დამონტაჟების სამუშაოები ერთი თვეა მიმდინარეობს. სამუშაოებს სს „ერისიმედი“ ასრულებს, რომელიც ამ სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო. მან ტენდერი 450.821 ლარით მოიგო. თანხა ახალციხის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „ერისიმედს“ ევალება ახალციხეში მდებარე გარე განათების სისტემის მოწყობა და სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა. კერძოდ, „ერისიმედმა“ უნდა გააკეთოს: ქ. ახალციხის გარე განათებისა და კონტროლის ეკონომ სისტემა(სადისპეჩერო); ქ. ახალციხეში, ნათენაძის და ნებიერიძის ქუჩების მიმდებარე გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია; ქ. ახალციხეში, კოსტავას და ნათენაძის ქუჩების მიმდებარე გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია; შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 3 წელია.

როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, ეკონომსისტემის (სადისპეჩერო) პუნქტი მერიის შენობაში დამონტაჟდება. ახალი განათება ელექტროენერგიის ხარჯს 35–40%–ით შეამცირებს.

იმ ქუჩებზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, სამანქანო და ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილები გადაითხარა. ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე ამბობს, რომ ზოგიერთ ქუჩაზე გარე განათების სისტემის სადენები მიწაში მონტაჟდება და გზები ამიტომ დაზიანდა. მისივე თქმით, გზების შეკეთება „ერისიმედს“ ევალება.

„სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია, როგორც კი გარე განათების მონტაჟი დასრულდება, სააქციო საზოგადოება „ერისიმედი“ დაზიანებულ გზებს შეაკეთებს, ეს მისი ვალდებულებაა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკონტროლებთ“, – ირწმუნება მერის მოადგილე.

ახალციხის მერს გიორგი კოპაძესა და სს „ერისიმედის“ გენერალურ დირექტორს ალექსანდრე კოკაიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები მიმდინარე წლის 24 ივლისს უნდა დასრულდეს.

როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა

როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გარე განათების მეორადი ბოძებით შიდა ქუჩები განათდება
ახალციხის გარეუბნებში გარე განათება მონტაჟდება
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე განათების ახალ სისტემას ამონტაჟებენ [Photo]
ზარზმელის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდა
ადიგენის ათ სოფელში გარე განათების ბოძები დამონტაჟდება
წარბასთუმანში გარე განათების სისტემა დაზიანდა
ახალციხეში, პოლიციასთან სკვერში გარე განათების ნათურებია დაზიანებული [Photo]