FM97.5 / LIVE

გარე განათების მეორადი ბოძებით შიდა ქუჩები განათდება

მთავარიეკონომიკა 17.06.2015
ახალციხის ცენტრალური ქუჩებიდან მოჭრილ გარე განათების ძველ სისტემას იმ ქუჩების გასანათებლად გამოიყენებენ, სადაც ენერგოეფექტური განათება არ კეთდება და შესაბამისად, ახალი ბოძები არაა აუცილებელი.

გარე განათების მეორადი ბოძებით შიდა ქუჩები განათდება

ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში გარე განათების ახალ, ენერგოეფექტურ სისტემას ამონტაჟებენ. ახალი სისტემა ახალ ბოძებს საჭიროებს, ძველ ბოძებს კი ჭრიან.

ქალაქ ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მონტაჟსაც და დემონტაჟსაც სს „ერისიმედი“ ასრულებს. მეორად ბოძებს კი იმ ქუჩაზე გამოიყენებენ, სადაც ახალი სისტემა არ ეწყობა.

„ამ ქუჩების ჩამონათვალი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, თუმცა, ცნობილია, რომ ერთ-ერთი ზარზმელის ქუჩა იქნება“, - ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

ახალი სისტემა ახალციხის ცენტრალურ უბნებში მონტაჟდება. ნათენაძის, ნებიერიძის, კოსტავას, ფარნავაზ მეფის, სულხან- საბას, კეცხოველისა და დიდიმამიშვილის ქუჩებზე. სამუშაოებისთვის 450.821 ლარია გამოყოფილი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე განათების ახალ სისტემას ამონტაჟებენ [Photo]
განახლებული ლამპიონები და არასაკმარისი განათება
როდის შეკეთდება გარე განათების მონტაჟის შედეგად დაზიანებული გზა
ახალციხეში გარეგანათების მეორე ეტაპი იწყება
ახალციხეში გარეგანათების  სვეტებს შეცვლიან
ახალციხის გარეუბნებში გარე განათება მონტაჟდება
სოფელ საყუნეთში გარე განათების სისტემა ეწყობა ®