FM97.5 / LIVE

ნაქალაქევის სკოლამ დაშავებული მეორეკლასელი სახლში ექიმის დახმარების გარეშე გაუშვა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 06.02.2018
ასპინძაში, ნაქალაქევის სკოლაში, მეორეკლასელი გოგონა, რომელიც შესვენებაზე ინციდენტისას დაშავდა, სკოლის ადმინისტრაციამ სახლში ისე გაუშვა, არც მშობელს აცნობა და არც სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ბავშვთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციამ ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

ნაქალაქევის სკოლამ დაშავებული მეორეკლასელი სახლში ექიმის დახმარების გარეშე გაუშვა
ნაქალაქევის სკოლა

შემთხვევა 29 იანვარს მოხდა. როგორც დაშავებულის დედა ჰყვება, შესვენებაზე მის შვილს ერთი წლით უფროსი, მესამეკლასელი ბიჭი დერეფანში გამოედევნა და ხელი ჰკრა, რის გამოც გოგონა სახით კედელს მიეჯახა: „თვალი აქვს დაზანებული და ლოყა გასიებული. უტირია, იქ არავინ ყოფილა და ჩემს ბიძაშვილთან ასულა, რომელიც ამავე სკოლაში, მეთორმეტე კლასში სწავლობს. მან შეიყვანა დამრიგებელთან. სახლში რომ შემოვიდა და სისხლიანი დავინახეთ, ვერ გეტყვით რა დღეში ჩავვარდით“.

შემთხვევის შემდეგ მოსწავლეს სველი ხელსახოცი დაადეს და სახლში გაუშვეს. „კინაღამ თვალი ამოაგდებინეს, რამე რომ მოსვლოდა, ვინ იყო პასუხისმგებელი?! დაერეკათ, გამოეძახებინათ ექიმი“, – ამბობს გოგონას ბებია.

ნაქალაქევის სკოლაში არც ექიმი ჰყავთ და არც მანდატური. სკოლის დირექტორი, გიორგი კაველიძე ირწმუნება, რომ შემთხვევის დროს მოსწავლეები უყურადღებოდ არ ყოფილან: „ადგილზე იყო სართულის მორიგე, დამლაგებელიც და დარაჯიც. ბავშვს განაკაწრი ჰქონდა, ლოყა ჰქონდა მირტყმული კედელზე. დამრიგებელმა ნახა, მდგომარეობა საგანგაშო არ იყო. კი ბატონო, „სალფეტკი“ მისცა, უყურადღებოდ არავის გაუშვია, უფროსკლასელ ბიძაშვილთან ერთად ავიდა სახლში. საგანგაშო რომ ყოფილიყო, გამოვიძახებდი სასწრაფოს“.

გოგონას დედა ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, მსგავსი ინციდენტები მანამდეც მომხდარა, თუმცა სკოლის დირექციამ ამას ყურადღება არ მიაქცია.

სკოლაში მოსწავლეების დაშავებისა და ჩაგვრის ფაქტებს დირექტორი უარყოფს: „ეს იყო შემთხვევა. ბავშვები ყოველთვის თამაშობენ, თამაშს ვერ ავკძრალავთ. სერიოზული რომ ყოფილიყო, გადავცემდი რესურსცენტრს, საქმის კურსში ჩავაყენებდი გენინსპეცქიას და განათლების სამინისტროსაც“.

ბავშვთა უფლებების დამცველი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ თუ სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე არ ჰყავდა ექიმი, აუცილებლად სასწრაფო დახმარება უნდა გამოეძახებინა: „ბავშვის ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე და სკოლამ არ გამოიძახა სასწრაფო, ასევე, დაშავებული ზრდასრული ზედამხედველის გარეშე გაუშვა. გული რომ წასვლოდა, ის [ბიძაშვილი, ვინც გაყვა] ადეკვატურად ვერ იმოქმედებდა. მეორე ბავშვიც ბავშვია და მას ვერ დავაკისრებთ ამ პუხისმგებლობას. სკოლას უნდა გამოეძახებინა სასწრაფო, დაერეკა მშობლისთვის და უნდა დალოდებოდა მათ მოსავლას, რათა დარწმუნებულიყო, რომ ბავშვს საფრთხე არ ემუქრებოდა“.

„სკოლებში არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს“, - ფიქრობს ანა არგანაშვილი და ამის მიზეზად განათლების სამინისტროს დამოკიდებულებას ასახელებს, „სამინისტროს არ აქვს დეტალური ინსტრუქცია სკოლისთვის მიწოდებული, მინდობილია სკოლაზე“.

ნაქალაქევის სკოლაში ამბობენ, რომ ასეთი ინსტრუქცია აქვთ, თუმცა, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე მის გამოგზავნაზე უარს ამბობენ.

ანა არგანაშვილი კი ფიქრობს, რომ მშობელმა ეს შემთხვევა რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს: „თუ ბავშვს ზიანი მიადგა მეთვალყურეობის ნაკლებობის გამო, უნდა იდაოს. ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენოს: მიმართოს სამინისტროს, სასამართლოს და სახალხო დამცველს“.

ნაქალაქევის სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განათლების სამინისტროში იციან. უწყება ადგილობრივ რესურსცენტრში გვამისამართებს.

„შემთხვევით დაეჯახა მოსწავლე, კედელს მიარტყა და ლოყა გაიკაწრა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საგანგაშო არაფერი იყო, მაინც უნდა გამოეძახებინათ სასწრაფო, ამაზე შენიშვნა მივეცი“, - გვპასუხობს რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი.

გოგონას სახეზე ნაკაწრი და სილურჯე „სამხრეთის კარიბჭემ“ თავადაც ნახა. ოჯახს გოგონა თბილისში, გამოკვლევებზე ჰყავდა, სადაც მათ უთხრეს, რომ ბავშვს ზედა ქუთუთოს ჰემატომა აქვს და მკურნალობა დაუნიშნეს. გოგონას დედა ამბობს, რომ ამჯერად გაჩუმებას აღარ აპირებს და ამ შემთხვევის შესახებ ყველა შესაბამის უწყებას აცნობებს.

ვიდრე გოგონას დედა გადაწყვეტს, საქმეს სამართლებრივი მსვლელლობაც მისცეს, თუ მხოლოდ შესაბამისი უწყებებისთვის ხმის მიწვდენით შემოიფარგლოს, ნაქალაქევის სკოლაში ექთნის აყვანას აპირებენ. რესურსცნტრის უფროსის თქმით, სკოლას რამდენჯერმე ჰქონდა გამოცხადებული ვაკანსია, მაგრამ, კადრი ვერ შეარჩიეს.

„ახლა შევარჩევთ გამოცდილ კადრს, განათლების სამინისტროსთან შევათანხმებთ და დროებით მაინც ავიყვანთ სამსახურში“, – ამბობს ტრისტან მურადაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხური: ვინ უნდა დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება სკოლებში [Audio]
გამოკითხვა: ვინ უნდა ზრუნავდეს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე სკოლებში [Video]
სკოლები ექიმის გარეშე
უშედეგო ოპტიმიზაცია
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა
ტოლოშის სკოლაში მოსწავლეების მობილურების შემოწმების ფაქტს არცერთი უწყება არ სწავლობს
გოგონას შესაძლო გაუპატიურების საქმეზე აუდიტმა სკოლაში ბულინგი ვერ დაადგინა