FM97.5 / LIVE

ტოლოშის სკოლაში მოსწავლეების მობილურების შემოწმების ფაქტს არცერთი უწყება არ სწავლობს

მთავარისიახლე, განათლება, სამართალი 30.11.2017
ტოლოშის სკოლაში ამბობენ, რომ მოსწავლეების შემოწმებულ ტელეფონებში საპირფარეშოში გადაღებული კადრები არ აღმოჩნდა. ბავშვების პირადი ცხოვრების უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტს კი, რაც მათი ტელეფონების შემოწმებას გულისხმობს, არცერთი შესაბამისი უწყება არ სწავლობს;

ტოლოშის სკოლაში მოსწავლეების მობილურების შემოწმების ფაქტს არცერთი უწყება არ სწავლობს

ასპინძაში, სოფელ ტოლოშში დისციპლინური კომიტეტის წევრებმა უფროსკლასელებს ტელეფონები ჩამოართვეს და შეუმოწმეს. მიზეზი 13 ნოემბერს სკოლაში მომხდარი ფაქტი იყო. უფროსკლასელი გოგონა, უფროსკლასელ ბიჭს მობილურით საპირფარეშოში კადრების გადაღებაში ადანაშაულებდა.

„რესურსცენტრში მოგვივიდა სკოლიდან წერილობით ინფრომაცია, რომ ბავშვების ტელეფონებში რაიმე მსგავსი კადრი არ აღმოჩნდა, მიუხედავად ამისა, სკოლიდან გვწერენ, რომ მოკვლევას კვლავ აგრძელებენ. ეს ინფორმაცია, ასევე წერილობით განათლების სამინისტროსაც გადავუგზავნეთ“, – ამბობს ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი.

მას მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეების ტელეფონების შემოწმების ფაქტი გამართლებულად არ მიჩნია და ამბობს, რომ ამ საკითხით განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი დაინტერესდება. თუმცა, სამინისტროში ამ ფაქტს დარღვევად არ მიიჩნევენ.

„ისევ დისციპლინური კომიტეტი მოიკვლევს რაც არის დაკავშირებული მაგ საკითხთან“, – გვითხრეს განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ შეუძლებელია კომიტეტმა, რომელმაც ბავშვების პირადი ცხოვრების უფლება დაარღვია, საკუთარი დარღვევა და გადაცდომა შიესწავლოს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა ჩაერთონ.

უფლებადამცველების თქმით, ამ საკითხით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიც უნდა დაინტერესდეს.

აღნიშნული უწყებებიდან კი, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია სამი დღის წინ გავრცელდა, არცერთი დაინტერესებულა.
„ჩვენთან არანაირი განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შემოსულა, არცერთ მშობელს ამ თემაზე არ მოუმართავს, შესაბამისად არც მოკვლვა დაგვიწყია“, – ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მშობლების ნაწილი მომხდარზე არ საუბრობს, ნაწილი კი „ამას არაფრად მიიჩნევს“.

„სკოლამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა, ეს არ ყოფილა ერთი ჩვეულებრივი დღე. დირექტორმაც ის გააკეთა, რაც შეიძლებოდა რომ გაეკეთებინა“, – გვითხრა იმ გოგონას დედამ, რომელიც უფროსკლასელ ბიჭს საპირფარეშოში კადრების გადაღებაში ადანაშაულებს.
ამ ბიჭის დედამ კი, რომელიც ასევე დისციპლინური კომიტეტის ერთ–ერთი წევრია და რომლეთანაც ჩასაწერად სახლში მივედით, ჩვენ შეკითხვებს მომხდარის შესახებ ასე უპასუხა: „ჩემი შვილები სკოლაში არ დადიან“.

ერთ–ერთი უფროსკლასელის მამა ამბობს, რომ „არაფერი მომხდარა, არაა ეს სალაპარაკო და დასაწერი ამბავი“.

თავად უფრსოკლასელების ნაწილი ამბობს, რომ „ტელეფონის შემოწმებით მათ დისკომფორტი არ შექმნიათ“, ნაწილი კი აცხადებს, რომ არ სურდათ მათი ტელეფონები ენახათ, ან მიმოწერა შეემოწმებინათ. მიუხედავად ამისა, არცერთ მათგანს მომხდარის შესახებ არავისთან გაუპროტესტებია. თუმცა, მოსწავლეების ტელეფონების შემოწმების გამო სკოლაში ინციდნეტი მოხდა. მასწავლებლების თქმით, მათ დირექტორის კაბინეტის კარი შეანგირეს, სადაც ცხრა დღე მობილურები ინახებოდა. უფროსკლასელები კი ამბობენ, რომ ეს განგებ არ უქნიათ, კართან ბევრი ბავშვი იდგა, ერთ–ერთს ხელი კრეს და დირექტორის კაბინეტში შევარდა.

მომხდარს ამ დრომდე არც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სწავლობს. აღნიშნულ უწყებაში მომხდარის შეფასებისგანაც თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ ვიდრე რომელიმე მოსწავლე მაინც არ მიმართავთ მათ წერილობით და დეტალებში გაერკვევიან, ვერც ფაქტს შეისწავლიან და ვერც კომენტარს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს ტოლოშის საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა. უფროსკლასელი გოგონა უფროსკლასელ ბიჭს საპირფარეშოში, ჭეთან გამოღებული კედლიდან, მობილური ტელეფონით კადრების გადაღებაში ადანაშაულებს. მომხდარის შესწავლა დაიწყო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა. ასევე „სამხრეთის კარიბჭის“ მიერ ფაქტის მოკვევის დროს გაირკვა რომ მოსწალვეების საპირფარეშოებს კარები არ აქვს.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტოლოშის სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა
ტოლოშის სკოლაში არსებულ ვითარებას ომბუდსმენის აპარატი  სწავლობს
ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე:  „გარედან არაფერი ჩანდა“
უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ტოლოშის სკოლაში
სამინისტრო: ‘მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტს დისციპლინური საბჭო შეისწავლის’
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
ტოლოშის სკოლაში, მოუწესრიგებელი საპირფარეშოების გამო, დირექტორი მოხსნეს