FM97.5 / LIVE

აქციის მონაწილეები: „გუბერნატრომა ადვოკატის აყვანა გვირჩია“

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.01.2018
აქციის მონაწილეებს სამცხე–ჯავახეთის გუბრნატორი აკაკი მაჭუტაძე შეხვდა. მხარის რწმუნებულმა მოქალაქეებს უფლებების დასაცავად ადვოკატთან დაკავშირება ურჩია.

აქციის მონაწილეები: „გუბერნატრომა ადვოკატის აყვანა გვირჩია“
აქციის მონაწილეებს და მხარის რწმუნებულს შორის საუბარი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა.

„გვითხრა, ადვოკატი აიყვანეთ და საგამოძიებო ორგანოებიდან ის უკეთ გამოგიტანთ პასუხსო“, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე, ბორჯომის მკვიდრი ანზორ დარბაიძე.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ უახლოეს დღეებში ადვოკატთან კონსულტაციით ისარგებლებენ.

„მშვიდობიანად მოვედით და ვითხოვთ პასუხის გაცემას. გუბერნიაში შეგვპირდნენ ორი თვის წინ დახმარებას, გვითხრეს ორ დღეში დაგირეკავთ და გეტყვით პასუხსო, მაგრამ არავინ დაგვკავშირებია. მოგვაქციონ ყურადღებას. გვითხრან რაშია საქმე, რა ბედი გვეწევა. თავებს არ ვიმართლებთ, თუ მასალა არის უკანონო, ჩამოგვართვან და მანქანები დაგვიბრუნონ“, – ამბობს აქციის მონაწილე ივანე შაყულაშვილი.

გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან გადაინაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს 26 იანვარს დილიდან ბორჯომსა და ადიგენში მცხოვრები 50–მდე მოქალაქე სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავს. მათი მოთხოვნა ხე–ტყის გადატანის დროს ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებაა. ამ პროცესში ჩართვასა და დახმარებას კი გუბერნატორს სთხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თვეების წინ მანქანები ჩამოართვეს, საქმეების გამოძიებას კი აჭიანურებენ. ამიტომ მათი მოთხოვნა საქმეების დროულად გამოძიება და ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეებს, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ გუბერნატორი ხვდება [Video]
აქციის მონაწილეები: „გუბერნატორი ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებაში დაგვეხმაროს“
აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ, პროკურორებს შეხვდნენ
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ
მოქალაქეებს, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, გუბერნატორი შეხვდა
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციას მართავენ
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები ხვალიდან აქციებს აანონსებენ