FM97.5 / LIVE

მოქალაქეებს, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, გუბერნატორი შეხვდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 18.12.2017
მოქალაქეებს, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე შეხვდა და საქმის შესწავლას დაჰპირდა. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ „საქმე დაიძრა“.

მოქალაქეებს, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, გუბერნატორი შეხვდა

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები, შეკრებიდან რამდენიმე საათში, იმ იმედით დაიშალნენ, რომ საგამოძიებო უწყებები მათი საქმის შესწავლას დააჩქარებენ. შეგახსენებთ, ახალციხეში დღეს ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ის მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილი, რომლებსაც ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანისას ავტომანქანები ჩამოართვეს. ისინი ითხოვენ, თუ ჯარიმა ეკუთვნით, დააჯარიმონ და ჩამორთმეული მანქანები დროულად დაუბრუნონ.

აქციის სამი მონაწილე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს შეხვდა. მათ რეგიონის პირველ პირს საქმის დროულად გამოძიების მიზნით შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია სთხოვეს.

„ვთხოვეთ, რომ დაგვიდგეს გვერდში და საგამოძიებო უწყებებს სთხოვოს საქმე სწრაფად გამოიძიონ. გულისყურით მოგვისმინა და დახმარებას დაგვპირდა“, – ამბობს ბორჯომის მკვიდრი ვასილ აიწურაძე.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში მათ გუბერნატორი თავად დაუკავშირდება: „ჩვენი ნომრები მოინიშნა, გვითხრა პროკურორს შევხვდები, გავერკვევი რა ხდება და დაგირეკავთო“.

გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციასთან შეკრებილები დაიშალნენ. მათი ნაწილი იმედოვნებს, რომ „საქმე დაიძრა და ახლა სწრაფად გამოიძიებენ“, ნაწილი კი პერმანენტულად აქციების გაგრძელებას აანონსებს.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში "სამხრეთის კარიბჭეს" განცხადეს, რომ მოქალაქეებს საქმის შესწალას ნამდვილად დაჰპირდნენ, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება: "აღნიშნული პრობლემის მოგვარება, კანონმდებლობის შესაბამისად, გარკვეული პროცესუალური ნორმების დაცვას მოითხოვს, თუმცა იმედი გვაქვს, იგი უმოკლეს დროში გადაწყდება".

შეგახსენებთ, რომ ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები, რომლებსაც ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანისას ავტომანქანები ჩამოართვეს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დღეს საპროტესტო აქციას მართავდნენ.

[თამუნა უჩიძე, ახალცხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოქალაქეები, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, საპროტესტო აქციას მართავენ
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები ხვალიდან აქციებს აანონსებენ
აქციის მონაწილეები: „გუბერნატორი ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებაში დაგვეხმაროს“
აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ, პროკურორებს შეხვდნენ
შსს: ექვს თვეში ხე–ტყის გადატანის დროს 198 მანქანაა ჩამორთმეული
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციას მართავენ