FM97.5 / LIVE

ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი თებერვლიდან განახლდება

მთავარისიახლე, განათლება 22.01.2018
ვალეს საბავშვო ბაღში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სასწალვო პროცესის განახლებას წლის ბოლოს აანონსებდა, თუმცა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას ფუნქციონირება ამ დრომდე არ დაუწყია.

ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი თებერვლიდან განახლდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებში სწავლა რვა იანვრიდან განახლდა, თუმცა ვალეს ახლადგარემონტებული ბაღი ამ პროცესში ვერ ჩაერთო. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შენობაში სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ამჯერად სირთულე გათბობის სისტემამ შექმნა: „ბუნებრივია, გათბობის გარეშე ბავშვებს შენობაში ვერ შევიყვანდით. ყველაფერი გვარდება და სწავლას თებერვლის დასაწყისიდან განაახლებენ“.

ვალეს ბაღის შენობის გარე ფასადის რემონტი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა მერიაში ამბობენ, რომ ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.

შეგახსენებთ, რომ ვალეს საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები 2017 წლის 20 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შენობის რეაბილიტაცია წლის ბოლოს მოხერხდა. ასევე წლის ბოლოს ბაღის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები ხელფასების მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე განახლდება
ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი სამი თვის დაგვიანებით დასრულდება
ვალეს ბაღში რემონტის დასასრულებად  ტენდერი უნდა გამოაცხადონ
ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის  სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება
ვალეში მუშებმა სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს  [Video]