FM97.5 / LIVE

რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებში

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.01.2016
ქალაქ ახალციხის საბავშვო ბაღებში დღეიდან, 11 იანვრიდან სასწავლო პროცესი განახლდა, სოფლებში კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ჯერ დაკეტილია.

რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში მცხოვრებმა მარეხ გოგოლაძემ ბავშვი აწყურის საბავშვო ბაღში დღეს, 11 იანვარს დილით მიიყვანა, თუმცა დაკეტილი დახვდა.

„ბაღის ზეიმზე გვითხრეს, რომ სწავლას 11–ში დაიწყებდნენ, მაგრამ კარი დაკეტილი იყო“, – ამბობს გოგოლაძე.

სასწავლო პროცესი რომ 11 იანვარს უნდა განახლებულიყო ამაზე აწყურში მცხოვრები სხვა აღსაზრდელების მშობლებიც საუბრობენ.

აწურის საბავშვო ბაღის მენეჯერი ივეტა ტვილდიანი აცხადებს, რომ სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება: „ბაღების გაერთიანებაში გვითხრეს, რომ სწავლა ტენდერებთან დაკავშირებით გადაიდო და 20 იანვარს დაიწყება“.

სასწავლო პროცესი რომ გადაიდო, ამაზე სხვილისის საბავშვო ბაღის მენეჯერი თინიკო ხუციშვილიც საუბრობს.

„არ ვიცი სწავლა რამდენი ხნით გადაიდო“, – გვითხრა მან, თუმცა მოგვიანებით დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ როგორც ბაღების გაერთიანებაში გაარკვია, სწავლა 20 იანვარს განახლდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა ზაზაძე ამბობს, რომ თავიდანვე სასწავლო პროცესის დაწყება 20 იანვირისთვის იყო გათვალისწინებული: „ტენდერის გამო ბაღების გაერთიანებას პრობლემა არ შექმნია".

თუმცა, სასწავლო პროცესის შეწყვეტამდე ზაზაძე "სამხრეთის კარიბჭესთან" აცხადებედა, რომ საბავშვო ბაღებში სწავლა 4 იანვარს დაიწყებოდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელბში 10 საბავშვო ბაღი და 515 აღსაზრდელია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბაღებში სწავლა შეწყვიტეს – რა ხდება რეგიონის სააღმზრდელო დაწესებულებებში
ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა რვა იანვრიდან განახლდება
აგარისა და მუსხის საბავშვო ბაღებში სწავლა კიდევ ორი კვირით გადაიდო
ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო
ასპინძის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა