FM97.5 / LIVE

ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე განახლდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 19.12.2017
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სექტემბრის ბოლოს უნდა განახლებულიყო, თუმცა აღსაზრდელები განახლებულ შენობაში ჯერ არ დაბრუნებულან. თანამშრომლებს კი ამის გამო სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ.

ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე განახლდება

ვალეს საბავშვო ბაღში შიდა სარემონტო სამუშაოები დასრულდა, ეზოსა და გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია კი ჯერ ისევ მიმდინარეობს.

„შენობას ასუფთავებენ ახლა, ასევე პარალელურად შეაქვთ ავეჯი. წლის ბოლომდე ბავშვები შევლენ და ახალ წელს იზეიმებენ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ემზარ მღებრიშვილი.

საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო სამი თვის განმავლობაში 23 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში იყო.

„დეკემბერიდან სამსახურში ჩვეულბრივ გავიდნენ, შენობას სასწავლო პროცესის დასაწყებად ამზადებენ. შესაბამისად, დეკემბრის ხელფასებს მიიღებენ“, – ამბობს ახალციხის თემის ბაღების გაერთიანების ხელძღვანელი ლელა ზაზაძე.

შეგახსენებთ, რომ ვალეს საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები 9 ივნისს დაიწყო და პროექტი სახელშეკრულებო პირობების მიხედვით 20 სექტემბერს უნდა ჩაებარებინათ. თუმცა, მოგვიანებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბაღში რემონტის დასასრულებლად კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, გამგეობაში ირწმუნებოდნენ, რომ ამის გამო სასწავლო პროცესი არ შეფერხდებოდა და სწავლა სექტემბრის ბოლოდან ჩვეულებრივ განახლდებოდა, პარალელურად კი მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოები გაგრძელდებოდა, რაც ძირითადად გარე პერიმეტრის რეაბილიტაციას გულისხმობდა. თუმცა, სამშენებლო კომპანიამ შპს „ქრისტინე სარაშვილმა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც გამგეობამ ყოველთვიურად ჯარიმა 950 ლარი დააკისრა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეს ბაღში რემონტის დასასრულებად  ტენდერი უნდა გამოაცხადონ
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი თებერვლიდან განახლდება
ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი სამი თვის დაგვიანებით დასრულდება
ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
ახალციხის ორ ბაღში სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან განახლდება
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება
ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის  სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება