FM97.5 / LIVE

ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება

მთავარისაზოგადოება 17.02.2015
დაბა ასპინძაში მოქმედი ორი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დროებით ერთ საბავშვო ბაღში ისწავლიან, მეორეში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის  სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება
დაბა ასპინძის მეორე საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოებისთვის ემზადებიან. ამავე ბაგა–ბაღის მენეჯერის მაია სიდამონიძის განმარტებით, ინვენტარის გადატანა პირველ ბაღში უკვე სრულდება და სასწავლო პროცესი ხვალიდან, 18 თებერვლიდან, დაიწყება.

„ნივთების გადმოტანის პროცესი მთავრდება. ჩვენც აქტიურად ვეხმარებით, ჩვენი სამეცადინო მასალა და ინვენტარი მოგვაქვს“, – ამბობს სიდამონიძე და ამატებს რომ პირველ ბაღში საკმარისი ოთახებია და აღსაზრდელების მიღების პრობლემა არ ექნებათ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ბაგა–ბაღში საკვები პროდუქტების მომარაგება უკვე დაწყებულია და სასწავლო პროცესი უპრობლემოდ აღდგება.

“პირველი ბაღის კონტიგენტი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას, მეორე ბაღის კი ზეგიდან. ღუმელები ჩამოვიტანეთ ზედა ბაღიდან, ცარიელი ოთახები ბევრია, უბრალოდ პირობები არ არის. გარემონტების შემდეგ ორივე ბაღში 600–მდე ბავშვს მივიღებთ“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

ბაღების რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკიდან 900,101.60 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება.სამუშაოებს შპს „რესტავრატორები და კომპანია“ ასრულებს.

შეგახსენებთ, დაბა ასპინძაში ორ საბავშვო ბაღში, სადაც 200-მდე აღსაზრდელია, სასწავლო პროცესი 11 თებერვალს შეწყდა.

ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის  სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხის ორ ბაღში სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან განახლდება
ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში საკვამურში ცეცხლი გაჩნდა
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი თებერვლიდან განახლდება
სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა ბაღში განახლდა
ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე განახლდება