FM97.5 / LIVE

ვალეს ბაღში რემონტის დასასრულებად ტენდერი უნდა გამოაცხადონ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.07.2017
ვალეს საბავშვო ბაღში რომ სარემონტო სამუშაოები დასრულდეს ახალციხის გამგეობამ კიდევ ერთ ტენდერი უნდა გამოაცხადოს. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ამის გამო სასწვლო პროცესის განახლება არ გადაიწევს.

ვალეს ბაღში რემონტის დასასრულებად  ტენდერი უნდა გამოაცხადონ
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან 247 950 ლარი გამოუყეს. მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ამ თანხით ვალეს საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაასრულოს.

„ეს თანხა ჯერ ბიუჯეტში აისახება, შემდეგ ტენდერი გამცოხადდება, გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება და სამუშაოები დაიწყება“, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე.

მისი თქმით, ეს სამუშაოების მეორე ეტაპია და მიმდინარესთან კავშირში არ არის.

ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი 9 ივნისს დაიწყო და 20 სექტემბერს უნდა დასრულდეს. ამის გამო აქ დასაქმებული 23 თანამშრომელი 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

შეკითხვაზე, გადაიწევს თუ არა მეორე ეტაპის სამუშაოების გამო სასწავლო პროცესის განახლება და შესაბამისად უხელფასო შვებულების პერიოდიც, გამგეობაში აცხადებენ, რომ არა.

„ბაღის რეაბილიტაციის პროექტი რომ შევადგინეთ სოლიდური თანხა, 600 000 ლარი შეადგინა. ამიტომ პირველ ეტაპზე შიდა სამუშაოების დასრულება დაიგეგმა. ინტერიერი სრულად 20 სექტემბრამდე მოეწყობა, სველი წერტილებით, კარ–ფნჯრით, სახურავით, იატაკით“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

მისი თქმით, მეორე ეტაპი შენობის გარე ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობას გულისხმობს: „პირველი ეტაპის სამუშაოები რომ დასრულდება, შენობის აღსაჭურვად და ინვეტარის შესატანად ორი კვირა მაინც დაგვჭირდება. ამ პერიოდში კი მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდება. ამისთვის თადარიგი უკვე დავიჭირეთ,მთავრობას თხოვნით მივმართეთ რომ ხუთდღიანი გამარტივებული ტენდერი გამოვაცხადოთ, რაზეც თანხმობა მივიღეთ“.

მელიქიძის თქმით, მეორე ეტაპის სარემონტო სამუშაოები 10 აგვისტომდე დაიწყება და სექტემბრის ბოლომდე მორჩება: „ამდენად აქ სასწავლო პროცესის განახლება პირველ ოქტომბერს არ გადაცდება“.

შეგახსენებთ, რომ ვალე საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების გამო უხელფასო შვებულებაში გასსვლისთვის პედაგოგები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. აქ სულ 23 პირია დასაქმებული, ბაღი კი 200 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ვალეში საბავშვო ბაღის პირველი ეტაპის რეაბილიტაციისთვის 318 266 ლარია გამოყოფილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი სამი თვის დაგვიანებით დასრულდება
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე განახლდება
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი თებერვლიდან განახლდება
ვალეში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო
სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალდაბის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 98 971 ლარი იხარჯება