FM97.5 / LIVE

ადიგენის მერიის წინააღმდეგ TDI– ის საჩივარის განხილვა დასრულდა

მთავარისიახლე, სამართალი 08.01.2018
სასამართლოში TDI–ის სარჩელის განხილვა, რომელიც მოხეში მშენებარე მეჩეთის შესახებ ადიგენის მერიიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას ეხება დასრულდა.

ადიგენის მერიის წინააღმდეგ TDI– ის საჩივარის განხილვა დასრულდა
„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სოფელ მოხეში მშენებარე ახალი მეჩეთის თაობაზე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის, მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სამართალწარმოების მასალები, თუმცა ორგანიზაციამ აღნიშნული ინფორმაცია ვერ მიიღო.

აღნიშნულ საქმეზე სხდომა დღეს, რვა იანვარს გაიმართა. პროცესზე ადიგენის მერიის იურისტმა მადონა გულიაშვილმა განაცხად, რომ ადიგენის თვითმმართველობას მოხეში მეჩეთის მშენებლობის შესახებ ნებართვა არ გაუცია, შესაბამისად ინფორმაციას ვერც TDI–ის მიაწვდიდა.

„ეს რა თქმა უნდა საჯარო ინფორმაციაა. რომ გვქონოდა უნდა გაგვეცა კიდეც, მაგრამ მერიას ნებართვა არ გაუცია, რადგან მეჩეთის აშენების ნებართვაზე ჩვენთვის განცხადებით არავის მოუმართავს“,–განაცხადა სხდომაზე გულიაშვილმა და სასამართლოსთან საქმის წარმოების შეწყვეტით იშუამდგომლა, თუმცა მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

TDI–ის იურისტის გვანცა ლომაიას თქმით კი ადიგენის თვითმმართველობას მათთვის გაგზავნილ ინფორმაციაში სწორედ ის უნდა მიეთითებინა, რომ მეჩეთის მშენებლობაზე მას ნებართვა არ გაუცია, რადგან მერიისთვის ამ მოთხოვნით არავის მიუმართავს.

TDI–ის იურისტის შოთა თუთბერიძის თქმით, მიუხედავად იმის რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მოხეში მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, სოფელში სალოცავის მშენებლობა მაინც გამართლებულია: „ამ ამბავს წინ ბევრი ხმაურიანი პროცესი უძღვოდა და ყველა დეტალის შესახებ საქმის კურსში იყო ადიგენის თვითმმართველობა, ამიტომ ტექნიკური საკითხები, იგივე ნებართვის გაცემის ამბავი თავად უნდა მოეგვარებინა“.

თუთბერიძე შექმნილ ვითარებაში გარკვეულ საფრთხეს ხედავს: „ნებართვის არ გაცემით, თვითმმართველობამ მეჩეთის მშენებლობაში ნაღმი ჩადო, რომ მოუნდეს მეჩეთის დანგრევა, დაანგრევს და თავსაც იმართლებს, რომ თავის დროზე მას მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია“.

სრულიან საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბეგლარ ქალაშიძე აცხადებს, რომ „მოხეში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი გაურკვევლობა არ არსებობს, ეს გადაწყვეტილება თავის დროზე კომისიამ მიიღო და ტექნიკურ დეტალებსაც ეტაპობრივად აგვარებენ“.

სწორედ ამ დეტალებთან დაკავშირებული ადმინსიტრაციული სარჩელის განხილვა დღეს დასრულდა. სასამართლო გადაწყვეტილებას 12 იანვარს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TDI – იმ  ადიგენის მერიას  სასამართლო პროცესი მოუგო
ადიგენის მერიის  წინააღმდეგ TDI– ის საჩივარს სასამართლო რვა იანვარს განიხილავს
ადიგენის გამგეობას TDI სასამართლოში უჩივის
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს
მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო
მუფთის განცხადებას ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემაზე ადიგენის ახალი საკრებულო განიხილავს