FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილის დაკავება - შეფასებები მშობლიური მხარიდან

მთავარიპოლიტიკა 22.05.2013
კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს, დამნაშავე თუა, პასუხი უნდა აგოს, - ასე ფიქრობენ ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე მის მშობლიურ მხარეში

ვანო მერაბიშვილის დაკავება - შეფასებები მშობლიური მხარიდან
ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება. ”სამხრეთის კარიბჭეს” მიერ გამოკითხული რესპოდენტების უმეტესობას მიაჩნია, რომ დამნაშავე ყველა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება.

”თუ დამნაშავეები არიან, ყველამ პასუხი უნდა აგოს. კანონი ყველასთვის უნდა არსებობდეს. უბრალო ხალხს კარგად იჭერენ. მარტო მერაბიშვილი კი არა, ყველა მოქალაქე უნდა დაისაჯოს, გინდა მერაბიშვილი იყოს, გინდა სააკაშვილი და გინდა ივანიშვილი. კანონი კანონი უნდა იყოს და ის კი არა, რომ მე მთავრობის პირი ვარ და რაც მინდა იმას გავაკეთებ”, - ამბობს მაია არუთუნოვა.

იგივე მოსაზრება აქვს აბასთუმანში მცხვრებ ოთარ ჯიხვაშვილს. მისი თქმით, თუ მერაბიშვილი დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს.

”ტყუილად არავინ დაიჭერდა, თუ დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს კიდეც. ჩვენთვის არც კარგი გაუკეთებია და არც ცუდი, სულ ერთხელ გვყავს ნანახი”, - ამბობს იგი.

ის, რომ დანაშაულის გარეშე მერაბიშვილს არავინ დააკავებდა, სოფელ ვარხანში მცხოვრებმა ნუგზარ იაკობიძემაც აღნიშნა: ”სამართლიანი იყო აბა რაა, დააშავე? მაშინ აგე პასუხი”.

რესპოდენტთა ნაწილი ვანო მერაბიშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებს და ამბობს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის მას ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მერაბიშვილი დამნაშავე არ იქნება, თუმცა ეს სასამართლოს გადასაწყვეტია.

”ჩვენი რაიონის ღირსეული წარმომადგენელი იყო პარლამენტში და ჩვენ ძალიან დადებითად ვართ მის მიმართ განწყობილი. სამართლიანი იყო თუ არა მისი დაკავება, ეგ უკვე სამართალდამცავების საქმეა და არა ჩვენი. ჩვენ შორიდან რასაც ვხედავთ, ერის და სამშობლოს კაცია, დანარჩენი ჩვენი შესაფასებელი არაა”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში მცხოვრები ქეთევან მსხვილიძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტარიელ ლონდარიძე: „ვერ ვხედავთ საჭიროებას ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაში იმყოფებოდეს“
რატომ მიაჩნია ვანო მერაბიშვილის განაჩენი დაუსაბუთებლად ვაჟა ჩიტაშვილს?
ვანო მერაბიშვილი ციხიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს
ვანო მერაბიშვილი ციხეს 20 თებერვალს დატოვებს
ახალციხეში „ნაციონალების“ აქცია დაიწყო
‘ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ’ – ‘ლელო’
მერაბიშვილი: ქუთაისის სასამართლომ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე