FM97.5 / LIVE

მერაბიშვილი: ქუთაისის სასამართლომ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე

მთავარისამართალი 18.02.2014
"თავიდანვე ვიყავი განწყობილი და ჩემს ადვოკატებსაც ვარწმუნებდი ქუთაისის სასამართლოში დაცვის განხორციელების უაზრობაში და მართალი აღმოვჩნდი", - ვანო მერაბიშვილი მისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

მერაბიშვილი: ქუთაისის სასამართლომ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე
"მინდა გამოვეხმაურო გუშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჩემს მიმართ გამოტანილ გააჩენს. მე მინდა გითხრათ, რომ მე თავიდანვე ვიყავი განწყობილი და ჩემს ადვოკატებსაც ვარწმუნებდი ქუთაისის სასამართლოში დაცვის განხორციელების უაზრობაში, და მე მართალი აღმოვჩნდი.

გუშინ ქალბატონმა მოსამართლემ და ქუთაისის სასამართლომ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე. ამ ფონზე, რაც მე განვაცხადე და იმ ფონზე როდესაც ქუთაისის სასამართლომ აღმართა თეთრი ალამი, დღეს მე ვიმყოფები თბილისის სასამართლოში.

დღეს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის აზრი რომ თბილისის სასამართლო ნაწილობრივ მაინც ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და თქვენ ბატონო მოსამართლე ღმერთმა გარგუნათ ეს ტესტი.

იმ დროს, როდესაც თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ბრძანდებით და სავარაუდოდ განიცდით სერიოზულ ზეწოლას, მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემი დაცვის მცდელობა დაასაბუთოს ჩემი უდანაშაულობა არ იქნება ფუჭი და საქართველოში დარჩება თუნდაც ერთი შენობა, რომელიც ჯერ ივანიშვილს არ ეკუთვნის. დიდი მადლობა", - წერს ვანო მერაბიშვილი.

შეგახსენებთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილის, გუშინ, 17 თებერვალს, 5-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ვანო მერაბიშვილს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 1 წლის და 6 თვის ვადით. სასამართლოს ვანო მერაბიშვილი არ დასწრებია.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ მიაჩნია ვანო მერაბიშვილის განაჩენი დაუსაბუთებლად ვაჟა ჩიტაშვილს?
ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ვანო მერაბიშვილი: 'დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები'
ვანო მერაბიშვილი გუშინდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება
ვანო მერაბიშვილის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ენმ ახალციხე ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ერთ წლისთავს ეხმაურება
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს