FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი ციხიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.10.2018
შს ყოფილი მინისტრი ე.წ. მატროსოვის ციხიდან ისევ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რატომ გახდა საჭირო ვანო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანა.

ვანო მერაბიშვილი ციხიდან ისევ კლინიკაში გადაიყვანეს

"ეს უკვე მეხუთე გაყვანაა მერაბიშვილის სამოქალაქო კლინიკაში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აგვიღია წინა კვლევები, რომელიც მერაბიშვილს „ავერსის“ კლინიკაში ჩაუტარდა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა ეს დასკვნები და სამედიცინო ანგარიშები მივაწოდოთ უცხოელ ექიმებს, რათა გავიაროთ მათთან კონსულტაცია. ეს ყველაფერი რეალურად ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს უკვე, ვინაიდან უკვე მეხუთედ გახდა საჭირო მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გაყვანა", – ამბობს მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება იმის შესახებ, რომ მერაბიშვილს არაფერი სჭირს სიცრუეა: "დღემდე არაა დასმული დიაგნოზი. ჩვენ არ ვიცით, რა სჭირს მერაბიშვილს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ მას დიაგნოზი დაუსვას და სწორი, ადეკვატური მკურნალობა ჩაუტაროს. ფაქტი ერთია, რომ დიაგნოზი მათ არ აქვთ და არ მკურნალობენ ამ ადამიანს იმის მიხედვით, რაც სჭირს. იმედია, დღეს მაინც მოახერხებენ და მოგვცემენ წინა კვლევების პასუხებს. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ რაღაცას გვიმალავენ, აქვს ფალსიფიცირების მცდელობას ადგილი, რადგან ჩვენთვის მიუწვდომელია „ავერსის“ კლინიკაში ჩატარებული კვლევების პასუხები", – აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.

ადვოკატი კიდევ ერთხელ მიმართავს პენიტენციურ სამსახურს, რომ ვანო მერაბიშვილი ისეთ კლინიკაში გადაიყვანონ, სადაც უცხოელ ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა მას კვლევები ჩაუტარონ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილს 'ავერსის'კლინიკაში გამოკვლევები უტარდება
ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს
პენიტენციურმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა [Video]
ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’
პენიტენციური სამსახური: ‘მერაბიშვილი კლინიკაში დამატებითი ანალიზებისთვის გადავიყვანეთ’
ვანო მერაბიშვილის გამოკითხვა დაიწყო