FM97.5 / LIVE

ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლოდ ტენდერი 84 745 ლარზე გამოცხადდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 19.12.2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებას ბორჯომსა და ბაკურიანში გამართავს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ტენდერი 84 745 ლარზეა გამოცხადებული.

ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლოდ  ტენდერი  84 745 ლარზე გამოცხადდა

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ბორჯომში საახალწლო ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება, ბაკურიანში კი 22:00 საათზე.

ბორჯომში და ბაკურიანში საახალწლო კონცერტებს მოწვეული სცენარისტები დაგეგმავენ. ახალი წლის ღამეს ბორჯომში გალა კონცერტს წამყვანი გაუძღვება. სტუმრების განწყობაზე ერთ მომღერალი და ორი მუსიკალური ჯგუფი იზრუნებს. კონცერტი ორი საათი გაგრძელდება. მსგავსი ღონისძიება ჩატარდება ბაკურიანშიც.

ახალი წლის ღამეს 30 წარჩინებული სპორტსმენს, ხელოვანს, პედაგოგს, მედიცინის მუშაკსა და სხვა წარჩინებული ადამიანს, სიგელი „,წარჩინებული 2016“ და 100–ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემა.

კონცერტის მიმდინარეობისას რკინის კასრებში ცეცხლი აინთება. ალკოჰოლური და ცხელი სასმელების კომპანიები პროდუქციის რეკლამირებისა და რეალიზაციისთვის, სტუმრებს თავიანთ პროდუქციას შესთავაზებენ. საზეიმო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
კონცერტის დაწყებამდე ფიფქია და თოვლის ბაბუა მარხილით, ორი საათის განმავლობაში, ბაკურიანის ქუჩებში ივლიან და პატარებს საახალწლო ტკბულეულს დაურიგებენ.

თოვლის ბაბუა მანქანით საჩუქრებს დაარიგებს ბორჯომში და სოფლებში: ახალდაბა, ზანავი, კორტანეთი, რველი, ყვიბისი, ჭობისხევი, ქვაბისხევი, დვირი, ტაძრისი, დაბა, წაღვერი, ცემი, სადგერი, ტბა. მსახიობები მოიპატიჟებენ მოსახლეობას კონცერტზე და ბავშვებს დაურიგებენ საჩუქრებს. ეს ღონისძიება12:00 საათიდან - 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ჯამში საახალწლო ტკბილეულს 800 პატარა მიიღებს.

ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, აქედან ორს დისკვალიფიკაცია მიენიჭა, მესამე კომპანია შპს „ტიფლისთან“ დაკავშირებით, ამ ეტაპზე დეკომენტაციის დაზუსტება მიმდინარეობს. გაიმარჯვებს თუ არა ტენდერში შპს „ტიფლისი“ ხვალ, 20 დეკემბერს გაირკვევა.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებისთვის 88.500 ლარი დაიხარჯება
ბორჯომში საახალწლო ღონისძიებისთვის გამოცხადებული ტენდერი შეჩერდა
ბორჯომში, საახალწლო ღონისძიებისთვის ტენდერი 22.445 ლარზე გამოაცხადეს
რა თანხას ხარჯავს და რას გეგმავს რეგიონი საახალწლოდ
რა გელოდებათ 31 დეკემბერს ბორჯომში
თოვლის ბაბუ, ჯამბაზები და ტკბილეული – საახალწლო ღონისძიება ბორჯომში [ფოტო]
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა