FM97.5 / LIVE

ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებისთვის 88.500 ლარი დაიხარჯება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.12.2016
ბორჯომსა და ბაკურიანში 31 დეკემბერს საახალწლო ღონისძიების ჩატარებას შპს „ჯეოტურისტ +“ უზრუნველყოფს. გამარჯვებული კომპანია დღეს, 21 დეკემბერს გამოვლინდა.

ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებისთვის 88.500 ლარი დაიხარჯება
ბორჯომში საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს 18:00 საათზე დაიწყება, ბაკურიანში კი 22:00 საათზე. ფიფქია და თოვლის ბაბუა კონცეტრის დაწყებამდე სახალწლო გრილიანდებით მორთული ეტლით ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულს დაურიგებენ. სასაჩუქრე პაკეტი 200 პატარაზეა გათვლილი.

კონცერტის მიმდინარეობისას რკინის კასრებში ცეცხლი აინთება. ალკოჰოლური და ცხელი სასმელების კომპანიები პროდუქციის რეკლამირებისა და რეალიზაციისთვის, სტუმრებს თავიანთ პროდუქციას შესთავაზებენ. საზეიმო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საახალწლო ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფისთვის ტენდერი 27 ოქტომბერს 91 200 ლარზე გამოაცხადა.

ტენდერის მიმდინარეობისას სატენდერო კომისიამ არასრული ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, სამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
საბოლოოდ ტენდერში შპს „ჯეოტურისტ +“ – მა გაიმარჯვა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში საახალწლო ღონისძიებისთვის გამოცხადებული ტენდერი შეჩერდა
ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლოდ  ტენდერი  84 745 ლარზე გამოცხადდა
რა თანხას ხარჯავს და რას გეგმავს რეგიონი საახალწლოდ
ბორჯომში, საახალწლო ღონისძიებისთვის ტენდერი 22.445 ლარზე გამოაცხადეს
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა
რამდენი ლარი დაიხარჯება ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო სამზადისისთვის