FM97.5 / LIVE

რა თანხას ხარჯავს და რას გეგმავს რეგიონი საახალწლოდ

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.12.2016
სად რა ღონისძიებებია დაგეგმილი 31 დეკემბერს და სად რა თანხა დაიხარჯება სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში.

რა თანხას ხარჯავს და რას გეგმავს რეგიონი საახალწლოდ

სამცხე–ჯავახეთის შვიდი მუნიციპალიტეტიდან, ახალი წლის შესახვედრად, ყველგან ემზადებიან. შვიდიდან ექვსმა, საახალწლო სამზადისისთვის ტენდერი გამოაცხადა, ერთმა, ასპინძამ კი, თანხის სიმცირის გამო, დაბის საახალწლოდ მოსართავად და კონცერტის გასამართად, შემსრულებლები ტენდერის გარეშე შეარჩია. ჯამში, რეგიონში, ახალი წლის შესახვედრად, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 195,256 ლარი დაიხარჯება. ყველა მუნიციპალიტეტი ახალ წელს მორთული ქუჩებითა და კონცერტით შეხვდება.

ქალაქი ახალციხე

2017 წლის შესახვედრად საახალწლო ღონისძიების ორგანიზების უზრუნველყოფაზე, ახალციხის მერიამ ტენდერი 7 დეკემბერს, 39 614 ლარზე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრედენდენტს ევალებოდა ქალაქ ახალციხეში ქუჩების და სკვერების საახალწლო აქსესუარებით მორთვა და 31 დეკემბერს ღონისძიების ჩატარება. ტენდერში მხოლოდ ერთი პრედენდენტი, ინდივიდუალური მეწარმე გიორგი ჟუჟუნაძე მონაწილეობდა და მან ამავე თანხით გაიმარჯვა.

გამარჯვებულს ქალაქის სკვერებისა და ცენტარლური ქუჩებისა და ქალაქის მთავარი ნაძვისხის მორთვა ევალება. მანვე უნდა უზრუნველყოს საახალწლო კონცერტის ორგანიზება.

საახალწლო ღონისძიებები ახალციხეში 31 დეკემბერს, შუადღეს დაიწყება. ცენტრალურ პარკში 14:00 დან-18:00 საათამდე პატარებისთვის მოეწყობა კოსტიუმირებული ღონისძიება მოხალისე მსახიობებთან ერთად. ახალციხის მერია 500 პატარას საჩუქრად ბურთებსა და ტკბილეულს გადასცემს.

23:00 საათზე კი საახალწლო კონცერტი დაიწყება, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.

ახალციხის თემი

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ახალციხის თემმა, ტენდერი 13 დეკემბერს, 35 700 ლარზე გამოაცხადა. თემი საახალწლო ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის 45 სოფელსა და ერთ ქალაქში – ვალეში გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინასაახალწლო პერიოდში, სოფლებში უნდა იარონ თოვლის ბაბუის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა და მათმა დამხმარეებმა და პატარებს საჩუქრები დაურიგონ. ეს აქცია სამი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

გარდა ამისა, თემი რამდენიმე დასახლების საახალწლო აქსესუარებით მორთვასაც გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საახალწლოდ ქუჩები მოირთვება: ქალაქ ვალეში და სოფლებში: აწყურში, სხვილისში, წყალთბილაში, მინაძეში, აგარასა და წნისში.

ქალაქ ახალციხის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, ამირან ნოზაძე მონაწილეობდა და მან ტენდერი, ასევე, იგივე თანხით მოიგო.

ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება. თვითმმართველობა ახალი წლისთვის ფოიერვერკებს და საახალწლო აქსესუარებს 8 845 ლარის ფარგლებში შეიძენს. კულტურის სამსახურის ინფორმაციით, თანხის სიმცირის გამო ტენდერს არ აცხადებენ.

„3 950 ლარი ფოიერვერკებითვის გვაქვს გათვალისწინებული. 4 895 ლარი საახალწლო აქსესუარებისთვის. კოდები სხვადასხვაა, 5 000 ლარს არცერთი არ სცდება და ამიტომ ტენდერის გამოცხადება საჭირო არ არის. ჩვენი სამსახურის და მუნიციპალიტეტის ააიპ–ების დახმარებით ნაძვის ხეს და პარკს ჩვენ მოვრთავთ“, – განაცხადა კულტურის სამსახურის უფროსმა მაკა ბერიძემ.

მისივე თქმით, საახალწლო ნაძვის ხე, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის გვერდით, გართობისა და დასვენების პარკში მოეწყობა. აქვე დაიდგმება სცენა, სადაც ადგილობრივი ფოლკლორიული, ქორეოგრაფული ანსამბლები და სამუსიკო სკოლა კონცერტს გამართავს.

საახალწლო ღონისძიება დაბაში 21:30 საათზე დაიწყება და 24:00 საათზე ფეიერვერკით დასრულდება.

ბორჯომი და ბაკურიანი

ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიების ჩატარებას შპს „ჯეოტურისტ +“ უზრუნველყოფს.

ბორჯომში საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს 18:00 საათზე დაიწყება, ბაკურიანში კი 22:00 საათზე. ფიფქია და თოვლის ბაბუა კონცერტის დაწყებამდე სახალწლო გრილიანდებით მორთული ეტლით ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულს დაურიგებენ. სასაჩუქრე პაკეტი 200 პატარაზეა გათვლილი.

კონცერტის მიმდინარეობისას რკინის კასრებში ცეცხლი აინთება. ალკოჰოლური და ცხელი სასმელების კომპანიები პროდუქციის რეკლამირებისა და რეალიზაციისთვის, სტუმრებს თავიანთ პროდუქციას შესთავაზებენ. საზეიმო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საახალწლო ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფისთვის ტენდერი 27 ოქტომბერს 91 200 ლარზე გამოაცხადა. ტენდერის მიმდინარეობისას სატენდერო კომისიამ არასრული ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, სამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა. საბოლოოდ, გამარჯვებულად, 88,500 ლარით, „ჯეოტურისტ +“ დასახელდა.

ადიგენი

ადიგენის გამგეობამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 6,597 ლარზე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: საახალწლო ღონისძიებისთვის სცენის მოწყობა, რომელიც დაბა ადიგენის ცენტრში უნდა დამონტაჟდეს და სამუშაოები 30 დეკემბერს უნდა დასრულდეს და დაბის საახალწლოდ მორთვა.
ამავე კომპანიას ევალება საკონცერტო მოწყობილობის ტრანსპორტირება და მონტაჟი. ადიგენში საახალწლო კონცერტში ადგილობრივი ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. ახალი წლის ზეიმი, 00:00 საათზე, საახალწლო ფეიერვერკით დასრულდება.

ახალქალაქი და ნინოწმინდა

სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, საახალწლო მზადება დაწყებულია ახალქალაქსა და ნინოწმინდაშიც.

ნინოწმინდა ახალი წლისთვის 7500 ლარს ხარჯავს, აქედან 5 000 ლარი ცენტრალური ქუჩების და სკვერის მოსართავადაა გათვალისწინებული.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბერს ქალაქის ცენტრში გაიმართება, აქვე დაიდგმება ნაძვის ხეც. ნინოწმინდაში საახალწლო კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. თოვლის ბაბუა საჩუქრებს 350 პატარას გადასცემს.

ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა საახალწლო განათებებისა და ფეიერვერკებისთვის 8 500 ლარს დახარჯავს.

საახალწლო კონცერტი ახალქალაქში 24:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი ანსამბლები მიიღებენ. ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრები გათვალისწინებული არ არის.

[ნინო ნარიმანიშვილი, თინათინ ზაზაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებისთვის 88.500 ლარი დაიხარჯება
ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება
35,700 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის  ახალციხის თემში
ასპინძის გამგეობა საახალწლო  აქსესუარებისთვის  8 845 ლარს დახარჯავს
ბორჯომში საახალწლო ღონისძიებისთვის გამოცხადებული ტენდერი შეჩერდა
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა