FM97.5 / LIVE
2 მაისს შეუჩერდა; აპირებს თუ არა ჟენია მერაბიშვილი სკოლაში მასწავლებლად მუშაობას;">

რჩება თუ არა პედაგოგად ვანო მერაბიშვილის დედა

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.05.2013
”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დედას ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორობაზე უფლება-მოსილება 2 მაისს შეუჩერდა; აპირებს თუ არა ჟენია მერაბიშვილი სკოლაში მასწავლებლად მუშაობას;

რჩება თუ არა პედაგოგად ვანო მერაბიშვილის დედა
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს ამჟამად მეხუთე საჯარო სკოლაში საათები არ აქვს.

”მას ჰქონდა არჩევითი საგანი, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, ატარებდა ოთხივე მე-12 კლასში ორ-ორ საათს, მაგრამ ამ საგნის სწავლება პირველი სემესტრის ბოლოს დასრულდა, - გვიხსნის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნანა დათაშვილი და ამატებს, რომ ჟენია მერაბიშვილი სკოლის პედაგოგად რჩება - მას შეუძლია სექტემბრიდან აიღოს საათები და სრულად დაიტვირთოს”.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟენია მერაბიშვილმა საათები ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში აიღო.

”ეს ინფორმაცია საფუძველს მოკლებული არ არის, რადგან შუა სემესტრში ჩვენი ფიზიკის პედაგოგი ლია სუდაძე პირადი განცხადების საფუძველზე სკოლიდან წავიდა”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

მისი თქმით, ამ დრომდე მისთვის დასაქმების სურვილით ჟენია მერაბიშვილს არ მიუმართავს: ”საათები სკოლაში სხვა პედაგოგებზე გადავანაწილეთ. რადგან სხვა, კარგი სპეციალისტი ჯერ-ჯერობით ვერ ვნახეთ, საათების ნაწილის აღება მეც მომიხდა. შესაძლოა, კონკურსი გამოვაცხადოთ სექტემბრისთვის ვაკანტურ ადგილზე, ან ისე დავტოვოთ გადანაწილებული საათები როგორც ახლა გვაქვს”.

იმ შეთხვევაში, თუ მერაბიშვილი პირველ სკოლაში ფიზიკის საათების აღების სურვილს გამოთქვამს, ჯანაშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკმაყოფილოს: ”კარგი სპეციალისტია, რატომაც არა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შესაძლოა სხვა პედაგოგი ფიზიკის საათებისთვის არც კი მივიღოთ და ჩვენ დავიტვირთოთ ისევ ისე, როგორც ახლა ვართ”.

პირველი საჯარო სკოლიდან რომ ლია სუდაძე წავიდა, ამის შესახებ ჟენია მერაბიშვილმაც იცის, თუმცა ამბობს, რომ დასაქმების თხოვნით ჯანაშვილისთვის არ მიუმართავს: ”თუ შემომთავაზებენ სამომავლოდ, შესაძლოა დავთანხმდე”.

კითხვაზე, აპირებს თუ არა სექტემბრიდან სკოლაში კვლავ საათების აღებას და მუშაობის გაგრძელებას, მერაბიშვილი გვპასუხობს, რომ შემოდგომიდან სკოლაში მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს: ”მაქვს უფლება სრული დატვირთვით ვიმუშაო. რაღაც გაუგებრობა მოხდა, ალბათ მეც ვიყავი გარკვეულწილად დამნაშავე და დირექტორობიდან გამათავისუფლეს, მაგრამ ისევ ჩემ სკოლაში პედაგოგად დავრჩები”.

შეგახსენებთ, რომ ჟენია მერაბიშვილი დირექტორობიდან განათლების მინისტრის ბრძანებით გაათავისუფლეს. მერაბიშვილის შესახებ საქმის მოკვლევა სამინისტრომ ”სამხრეთის კარიბჭეში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში
ვანო მერაბიშვილის დედა დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
მეხუთე სკოლაში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
ხმაური ვანო მერაბიშვილის დედის ყოფილ სკოლაში
ახალციხის მეხუთე სკოლაში ახალ დირექტორს კარის აჭედვით ემუქრებიან
ახალციხის მეხუთე სკოლაში განათლების სამინისტროს  წარმომადგენლები იმყოფებიან
ახალციხის მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების სამინისტროს სახელზე ხელმოწერებს აგროვებენ