FM97.5 / LIVE
კლუბის შენობაში შესახლებულმა ჩოქურებმა, ამბის მედიაში გახმაურების შემდეგ, პირველი დახმარება მიიღეს.">

ფერსის კლუბში მცხოვრები ოჯახით ’ერთსულოვნება’ დაინტერესდა

მთავარისაზოგადოება 21.05.2013
საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი - სოფელ ფერსაში, კლუბის შენობაში შესახლებულმა ჩოქურებმა, ამბის მედიაში გახმაურების შემდეგ, პირველი დახმარება მიიღეს.

ფერსის კლუბში მცხოვრები ოჯახით ’ერთსულოვნება’ დაინტერესდა
ჩოქურების სამსულიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს, საკვები პროდუქტებითა და ტანსაცმლით არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის” დაეხმარა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჩოქურების შესახებ ’სამხრეთის კარიბჭეს’ ვებ-გვერდიდან შეიტყვეს.

”ფაქტობრივად, ოჯახი სახლის გარეშეა დარჩენილი. არ გააჩნიათ არანაირი საყოფაცხოვრებო ნივთი. არ აქვთ საშუალება პროდუქტის შეძენის’, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ’ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის’ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის თავმჯდომარე ქეთევან ხმალაძე.

ჩოქურების ოჯახი ექვსი თვეა კლუბის შენობაში ცხოვრობს.

’ჩვენი სოფლის რწმუნებულს მივმართეთ დასახმარებლად, კიდევ ბევრ სხვას, დაგვპირდნენ, მაგრამ არავინ გამოჩენილა. ერთადერთი, რაც მოგვიტანეს, სახურავია, რომელიც მეზობელთანაა’, - ამბობს ლალი ჩოქური.

ჩოქურებს ისევ არც სასმელი წყალი აქვთ და არც ელექტორენერგია. ’ერთსულოვნება’ ოჯახს დენის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

’მომავალშიც გაუწევთ დახმარებას, ვეცდებით დენის პრობლემა მოვუგვაროთ’, - ამბობს ხმალაძე.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი
ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი გახსნა
'ერთსულოვნება' ახალციხის მერობის ჯერ არდასახელებული კანდიდატების რეიტინგებს ადგენს
დამეწყრილი აწყურის პრობლემით ”ერთსულოვნება” დაინტერესდა
„ერთსულოვნება“ მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგებს აქვეყნებს
”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს
’ხელისუფლებაში  ’ოცნების’  ნიღბით შემოსილი  ’ნაციონალები’  შედიან’