FM97.5 / LIVE

ახალგაზრდები საქალაქო ტრანსპორტის შეცვლის ინიციატივით გამოდიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.07.2016
ახალგაზრდებმა ახალციხის საკრებულოს უმცირესობის დეპუტატს, საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის დადგენილების პროექტი შესთავაზეს და საკრებულოში მისი ინიცირება სთხოვეს;

ახალგაზრდები საქალაქო ტრანსპორტის შეცვლის ინიციატივით გამოდიან
ახალციხელმა ახალგაზრდებმა, ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს მალხაზ გიქოშვილს იმ დადგენილების პროექტი გააცნეს, რომლის მიხედვითაც მათ საქალაქო ტრანსპორტის პირობების გაუმჯობესება სურთ.

ახალგაზრდებმა გიქოშვილს, ამ დადგენილების პროექტის საკრებულოში ინიცირება სთხოვეს. თუ საკრებულო ამ პროექტს მიიღებს, მომავალში მერია საქალაქო ტრანსპორტით მომსახურებისათვის ტენდერს სწორედ აქ მითითებული პირობების მიხედვით გამოაცხადებს.

პროექტის ავტორების თქმით, ახალციხეში არსებული საქალაქო ტრანსპორტი, რომელიც შპს „ჯეო ტივის“ ეკუთვნის, ტექნიკურად გაუმართავია, ზაფხულში დახურულია ფანჯრები და არ არის კონდინცირება, ასევე, ტრანსპორტში ადგილებია არასაკმარისი და დარღვეულია მოძრაობის განრიგიც. ამ ყველაფრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ახალგაზრდებმა გიქოშვილს ადმინისტრაციულ შენობაში გააცნეს.

„მათ ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინეს, რასაც აუცილებლად მხარს დავუჭერ და უახლოეს სხდომაზევე გავიტან. ეს ტრანსპორტი ერთ ადამიანს კი არა, მთელ ქალაქს ემსახურება და მისი პირობები ნამდვილად უნდა გაუმჯობესდეს“, - ამბობს გიქოშვილი.

ახალგაზრდებმა საქალაქო ტრანსპორტის პირობების გაუმჯობესების შესახებ დადგენილების პროექტი, 20 ივლისს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მიქელაძესაც გააცნეს. როგორც შეხვედრაზე მიქელაძემ განაცხადა, ქალაქის მერიას ამ საკითხზე მუშაობა მანამდე ჰქონდა დაწყებული და თვითმმართველობა თბილისიდან მეორადი ტრანპორტის შემოყვანას გეგმავს.

ამ მოსაზრებას საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან.

„რაც მოძველდება თბილისში და გადასაყრელია, ეს პერიფერიებში არ უნდა გადავიტანოთ, დედაქალაქმა იმ ტრანსპორტს რაც უნდა ის უქნას, ჩვენ ქალაქს სხვანაირად მივხედოთ“, - ამბობს მალხაზ გიქოშვილი და ამატებს – „ უმჯობესი იქნება მერიამ ორი ახალი სატრანსპორტო საშუალება შეიძინოს, ვიდრე გამოუსადეგარი დედაქალაქიდან ჩამოიყვანოს“.

ახალგაზრდების მიერ ადვოკატირების კამპანია, ხორციელდება პროექტ "ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორი, სამცხე-ჯავახეთში „დემოკრატ მესხთა კავშირია“.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გაუმართავი საქალაქო ტრანსპორტი ახალციხეში და ახალგაზრდების ინიციატივა
საქალაქო ტრანსპორტი –  შეთავაზება ახალციხის ახალ მერს
მოსახლეობის 7 პრიორიტეტი – კვლევის შედეგები
საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
სტუმრად ვაკოსთან: ახალგაზრდები საქალაქო ტრანსპორტის შეცვლას ითხოვენ [Video]
‘ოცნების’ შეხვედრის გამო საქალაქო ტრანსპორტმა მოძრაობის მარშრუტი შეცვლა
ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი არც მომავალ წელს დაემატება