FM97.5 / LIVE

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში – კანდიდატების გეგმები

მთავარისიახლე, არჩევნები 19.10.2017
ფიქრობენ თუ არა ახალციხის მერობის კანდიდატები, რომ ახალციხეში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოუწესრიგებელია და როგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში – კანდიდატების გეგმები

N2 ვაჟა ჩიტაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველო“: საქალაქო ტრანსპორტი პრობლემაა, ერთი დადის და ქალაქს წრესაც არ ურტყამს. არის ისეთი უბნები, სადაც, საქალაქო ტრანსპორტი არ მოძრაობს, ეს არის საბარგო სადგურის დასახლება, რაბათი.

საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობას, ბიზნესის თვალით რომ შევხედოთ, არ არის გამართლებული. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტმა თანამონაწილეობა უნდა შეძლოს. შეღავათები უნდა დააწესოს სატრანსპორტო საშუალებების ლიცენზიების მქონე პირებისთვის.
უნდა გაიზარდოს დაფინანსება იმ კონდიციამდე, რომ ქალაქის ტრანსპორტმა იმოძრაოს ისეთ უბნებში, სადაც აქამდე არ დადიოდა. ბიუჯეტში ეს გათვალიწინებული უნდა იყოს.

არა მარტო ქალაქზე, მე სოფლებშიც მაქვს იგივე გეგმა. ისეთ სოფლებში, სადაც კვირაში ორჯერ დადის ავტობუსი, აქაც მინდა მუნიციპალიტეტის მერიის როლი გავზარდოთ, ადამიანებს მგზავრობის საშუალება უნდა მივცეთ, ყველას არ აქვს მანქანის ყიდვის საშუალება. ადამიანებს რომ ეცოდინებათ, რომ ყოველდღიურად ავტობუსი დადის, მეტად ივლიან, მომგებიანიც გახდება ეს სფერო და შემდეგ ნელ– ნელა გამოვალთ ამ თანამონაწილეობიდან.

N5 ირაკლი ბარძიმაძე – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: ჩვენს დაპირებაში გვაქვს ამ საკითხზე საუბარი. არ არსებობს პრობლემა, 25 მილიონიც რომ იყოს, თქვა ამასაც გავაკეთებ და იმასაც. ადამიანი, რომელიც გეუბნება რომ მეოთხე წელს წყალი უფასო გექნება, გატყუებს, იმიტომ რომ წყალს მილი სჭირდება, ამას კი თანხა.

ტყუილია, როდესაც ამბობ, რომ ყველაფრის ბიუჯეტით გააკეთებ. ბიზნესს შევუწყობთ ხელს, რომ ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხებში ჩავრთოთ, დავაინტერესებთ.

ქალაქის ყველა დასახლებაში უნდა მოძრაობდეს საქალაქო ტრანპორტი, რაბათში, ზარზმელზე, საბარგო დასახლებაში, ხუთსართულიანებში. დადის ერთი ძველი ავტობუსი წრიულზე, ამ ავტობუსს შემოსავალი თუ არ აქვს, ვერ დადის, მძღოლმა თურმე აქეთ უნდა შეიტანოს ქალაქის ბიუჯეტში თანხა.

ნათქვამია: „ ძვირზე იაფი არ არსებობს“, თუ მოვიყვანთ გამართულ და უფრო ტევად ავტობუსს და არა 12–კაციან „მარშუტკას“, ეს პრობლემა აღარ იქნება. ჩვენ ამას შევისყიდით, როგორც მერიამ ნაგვის მანქანები შეიძინა.

N8 ჯუმბერ ინასარიძე – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“: საქალაქო ტრანსპორტი და არამარტო საქალაქო, არამედ სოფლისაც, დღეის მდგომრეობით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. საქმე ისაა, რომ ქალაქის ცენტრიდან არც ისე შორს მდებარე სოფლებში დღეს თვითმმართველ ქალაქიდან არ დადის ტრანსპორტი.

თუკი ქალაქიდან ივლის დანიშნულების ადგილამდე საჭირო ტრანსპორტი სოფლებში , დღეში ორჯერ მაინც და უკანვე დაბრუნდება, საუკეთესო ხელშეწყობაა დასაქმებულთათვის.

N31 ჯიმშერ გოგოლაური – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“: ქალაქის ბიუჯეტში არის საკმარისი თანხა, რომ შევიძინო ქალაქისთვის ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სტუდენტებს, მოსწავლეებს, ომის ვეტერანებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უფასოდ მოემსახურება.

N41 ზაზა მელიქიძე – „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“: მოგეხსენებათ, რომ არის ადგილები, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ქალაქისა და სოფლების მიმართულებით დაინიშნება ახალი სამარშუტო ხაზები. მოეწყობა გაჩერების ადგილები და შეთანხმდება ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი. საჭიროების შესაბამისად, იმოძრავებს ტრანსპორტი და ყველანაირად შევეცდები მოსახლეობას აღმოეფხვრას აღნიშნული პრობლემა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების შედეგები – ახალციხე [სრული]
საბარგო სადგურზე საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ
მოგვარდება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა ახალციხეში
‘ოცნების’ შეხვედრის გამო საქალაქო ტრანსპორტმა მოძრაობის მარშრუტი შეცვლა
ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი არც მომავალ წელს დაემატება
საქალაქო ტრანსპორტით უკმაყოფილო მგზავრები
29 აპრილს ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს