FM97.5 / LIVE

ახალქალაქში საბავშვო ბაღებზე დიდი მოთხოვნაა

მთავარისაზოგადოება » განათლება 14.05.2013
საცდელი–ალტერნატიული საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში საქმიანობას ადგილობრივი ბიუჯეტის ბალანსზე განაგრძობს. სამ სოფელში არსებულ ერთ ჯგუფს კიდევ ერთი დაემატება, თუმცა საბავშვო ბაღებს სწავლებისთვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები არ გააჩნიათ.

ახალქალაქში საბავშვო ბაღებზე დიდი მოთხოვნაა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დღეისთვის 11 საბავშვო ბაღი მუშაობს. აქედან ჩვეულებრივი ბაღები: სამი ქალაქში, ორი კი სოფლებში დილისკასა და ვაჩიანში. მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში: აზავრეთში, ხანდოში, ბარალეთში, კოთელიაში, კულიკამსა და კარტიკამში გასულ წელს UNICEF–ის პროგრამით სკოლამდელი განათლების საცდელი ჯგუფები გაიხსნა. 2012 წელს UNICEF–მა საკუთარ თავზე აიღო შენობების რემონტის, აუცილებელი ავეჯის და აღმზრდელებისთვის 100 ლარიანი ხელფასის ხარჯები, შენობები კი ადგილობრივ ხელისუფლებას დაუტოვა. UNICEF–ის პროგრამა 1 მარტს დასრულდა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ალტერნატიული საბავშვო ბაღების შენახვის ხარჯები თავად იკისრა. 1 მარტიდან ეს ჯგუფები ადგილობრივი ბიუჯეტის ბალანსზეა.

ახალ ჯგუფებს საკუთარი ანგარიშები არ აქვთ, ამიტომაც მათი ფინანსები #1 საბავშვო ბაღის ანგარიშზე იქნება. ჯგუფების აღმზრდელები დღეში 4 საათის მუშაობაში თვიურად 180 ლარს აიღებენ.

სამ სოფელში ალტერანტიულ ბაღებში დამატებითი ჯგუფები გაიხსნა, რადგან ამ სოფლებში საბავშვო ბაღებზე მეტი მოთხოვნაა.
„ყოველ ჯგუფში 20 ბავშვი უნდა იყოს. მაგალითად სოფლებში ხანდო, კარტიკამი, აზავრეთი და კულიკამი 40 ბავშვზე მეტია, ამიტომაც ამ სოფლებში მეორე ჯგუფის გახსნა გადავწყვიტეთ, გარდა აზავრეთისა, რადგან მათ გვიან შეგვატყობინეს. ერთ ჯგუფი დილის 9:00 დან 13:00 საათამდე ივლის, მეორე კი 13:00–დან 17:00 საათამდე“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი სტელმაშოვი.

ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, გაიხსნება თუ არა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში ახალი ალტერნატიული ჯგუფები UNICEF–ის პროგრამით. თუმცა წინასწარი მონაცემებით, ასეთი ჯგუფების გახსნა კიდევ ოთხ სოფელშია დაგეგმილი.

UNICEF–მა გასულ წელს ალტერნატიულ ჯგუფებს მეთოდური სახელმძღვანელოები გადასცა, თუმცა ეს სახელმძღვანელოები ქართულ ენაზეა. ჯგუფების აღმზრდელებს შორის ქართული სახელმძღვანელოებით სარგებლობა ყველას არ შეუძლია, ამიტომაც ძირითადად იმ მეთოდიკით სარგებლობენ, რომელსაც #1 საბავშვო ბაღში წლების განმავლობაში აგროვებდნენ.

მეთოდისტური სახელმძღვანელოები არც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში აქვთ, სადაც საბავშვო ბაღები უკვე მრავალი წელია არსებობს და აღმზრდელებიც საკუთარი ძალებით შეგროვილ სახელმძღვანელოებს იყენებენ.

ახალქალაქის მონტე მელქონიანის სახელობის #3 საბავშვო ბაღში ამჟამად ყოფილი 6 ჯგუფის ნაცვლად სულ 2 ჯგუფი ფუნქციონირებს. ესაა ერთადერთი ბაღი ახალქალაქში, სადაც ბავშვებს დღის განმავლობაში დაძინების საშუალება აქვთ. ბაღის დირექტორის ლამარა აბოიანის თქმით, დღეისთვის საბავშვო ბაღის ძირითადი პრობლემა მესამე ჯგუფის გახსნის საჭიროებაა, რადგან ქალაქში კიდევ ბევრი ბავშვია, რომელთა მშობლებსაც პატარების ამ ბაღში მოყვანა სურთ.

„ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მეთოდური სახელმძღვანელოები. კარგი იქნებოდა, ისინი სომხურ ენაზე გვქონოდა. ჩვენი ბაღი უკვე 30 წელია მუშაობს, ბუნებრივია ამ წლების განმავლობაში რაღაც–რაღაცეები შევიძინეთ და ასე ვასწავლეთ“, – ამბობს ლამარა აბოიანი.
#1 საბავშვო ბაღში ძველი, მაგრამ საკუთარი ძალისხმევით დამუშავებული, შეცვლილი და დამატებებით გამდიდრებული სახელმძღვანელოებით მუშაობენ. ამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 120 ბავშვი დადის.

„მეთოდისტური სახელმძღვანელოები, როგორც ასეთი, არ გვაქვს, მაგრამ მე მაქვს 1999 წელს სომხეთში გამოცემული სკოლამდელი პროგრამა. საიდანაც შეგვიძლია ვაგროვებთ და ვყიდულობთ სხვადასხვა სკოლამდელ მასალებს. მათ შორის, ქართული წიგნებიც გვაქვს“, – ამბობს #1 საბავშვო ბაღის დირექტორი მარგარიტა გალსტიანი.

ყველა საბავშვო ბაღში ბავშვები გაცილებით მეტია, ვიდრე გათვალისწინებული იყო, ამასთან ყოველი საბავშვო ბაღი სავსეა უარყოფითი პასუხებით მშობელთა განცხადებებზე, რომელთაც თავიანთი პატარების საბავშვო ბაღში ტარება უნდათ.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ადგილები აღარ არის
ვაჩიანის საბავშვო ბაღს გაფართოება სჭირდება
ვინ დააფინანსებს უფასო საბავშვო ბაღებს
სოფელ ურაველში საბავშვო ბაღი გაიხსნა
‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
მუსხში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა