FM97.5 / LIVE

ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ადგილები აღარ არის

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.09.2013
მას შემდეგ რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ახალქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა, წელს ბაღების გაფართოება არ იგეგმება და არაერთი პატარა ბაღის გარეშე დარჩა.

ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ადგილები აღარ არის
1 სექტემბრიდან ახალქალაქში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, საბავშვო ბაღები უფასო გახდა. ამ ფაქტმა ბაღებზე მოთხოვნა გაზარდა.

ახალქალაქში სამი საბავშვო ბაღი მუშაობს. მესროპ მაშტოცის სახელობის პირველი საბავშვო ბაღის დირექტორის მარგარიტა გალსტიანის თქმით, მათთან ყოველთვის ბევრი ბავშვი დადიოდა, მაგრამ ბოლო დროს მსურველთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, ადგილის არქონის გამო კი ბევრისთვის უარის თქმა უხდება.

„ყოველდღიურად მაქვს კონფლიქტები მშობლებთან, რომელთათვისაც უარის თქმა მიწევს, ჩემთვის ყველა ბავშვი ერთია, მაგრამ ადგილი რომ არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო. წელს 20 ბავშვის ადგილი მქონდა, ხუთნი წავიდნენ, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და 15 ახალი ბავშვიც მივიღეთ. თითქმის 50 მშობელს უკვე უარი ვუთხარი. აღმზრდელებსაც ძალიან უჭირთ“, - ამბობს იგი.

პირველ საბავშვო ბაღში სამი ჯგუფი მუშაობს, ორი უფროსი და ერთი მცირე ასაკის ბავშვებისთვის. თითოეულ ჯგუფში 35-40 ბავშვია. დირექტორის თქმით, ოთახებში უფრო მეტი ბავშვი ზის, ვიდრე მათ უნდა მიეღოთ. ამიტომაც მეტი ბავშვის მიღების საშუალება აღარ აქვთ.

ეს საბავშვო ბაღი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მისი გაფართოება შეუძლებელია.

მეორე საბავშვო ბაღში ოთხი ჯგუფი მუშაობს. ერთი ქართულენოვანი და სამი სომხურენოვანი, საიდანაც, ორი ჯგუფი უფროსებისთვისაა, ერთი კი პატარებისთვის.

ბაღის დირექტორის მარინა ასლანიანის თქმით, თითოეულ ჯგუფში 28-30 ბავშვი უნდა იყოს, თუმცა მათთან ჯგუფებში 40 პატარა ზის.

„მეტი საშუალება აღარ არის. ახლა ვინც მომმართავს, ვეღარ ვიღებ. მაგიდებიც არ არის საკმარისი. ყველა ჯგუფში 6-7 მაგიდა ისედაც დავამატეთ. მეტი ოთახი არ გვაქვს. 50-60 მშობელს უკვე ვუთხარი უარი. თუ შესაძლებელობა იქნება, მომავალი წლისთვის კიდევ ერთ ოთახს გავარემონტებთ და შესაძლოა კიდევ ერთი ჯგუფი დავამატოთ“, - ამბობს ასლანიანი.

ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ბევრი ბავშვი ახლომდებარე სოფლებიდან დადის. თუმცა დირექტორის თქმით, ისინი პირველ რიგში ქალაქში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და დასაქმებული მშობლების შვილებს იღებენ.

ამ საბავშვო ბაღში, ნორმის მიხედვით, 120 ბავშვი უნდა დადიოდეს, თუმცა ამ ეტაპზე მათი რიცხვი 150-ია. ბაღის დირექტორის თქმით, მათ შენობას გაფართოების საშუალება აქვთ და თუ მომავალ წელს რემონტის გაკეთებას შეძლებენ, ერთი ჯგუფისთვის ოთახსაც დაიმატებენ.

მესამე საბავშვო ბაღში სამი ჯგუფი მუშაობს და დამატებითი ოთახიც რემონტშია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და განათლების სამსახურის სპეციალისტი გოარ ხაჩატრიანი არ გამორიცხავს, რომ ბაღების გადასახადის გაუქმებამ საბავშვო ბაღში ბავშვის შეყვანის მსურველი მშობლების რიცხვი მართლაც გაზარდოს.

„მესამე ბაღში კიდევ ერთი ჯგუფი ალბათ ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება. ახლა იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მეორე საბავშვო ბაღზე კი შემიძლია გითხრათ, რომ შენობა მართლაც ტიპურია და გაფართოების საშუალება აქვთ, თუმცა არ არის ფინანსები. თუ იქნება, რასაკვირველია გავარემონტებთ და დამატებით ჯგუფსაც გავხსნით“, - ამბობს გოარ ხაჩატრიანი.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვაჩიანის საბავშვო ბაღს გაფართოება სჭირდება
ახალქალაქში საბავშვო ბაღებზე დიდი მოთხოვნაა
ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილებია
ახალციხის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო
რატომ არ ჰყავთ  ლოგოპედი  საბავშვო ბაღებში
ახალციხეში ბაგა-ბაღის ოცამდე ბავშვი და პედაგოგები  თვითიზოლაციაში გადაიყვანეს
ახალქალაქის სოფლებში ბაღის აღსაზრდელებს ტრანსპორტი მოემსახურება