FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ახალმა მერებმა გადაიბარეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.11.2017
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთში, დღეიდან, მუშაობას ახალი მერები იწყებენ. ბორჯომის მერის ვინაობა კი მხოლოდ გუშინ გაირკვა.

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტები ახალმა მერებმა გადაიბარეს

ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხში: ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, 21 ოქტომბერს არჩეული მერები მუშაობას დღეს, 13 ნოემბერს, დილიდან შეუდგნენ. ახალციხის ახალარჩეული მერი, ზაზა მელიქიძე კი მერიაში 16:00 საათისთვის მივა.

ხუთი მუნიციპალიტეტიდან სამში მერის პოზიციას ახალი სახე იბარებს, ერთში, ადიგენში კი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად იგივე პირი რჩება, მას უბრალოდ გამგებლის სტატუსი მერის სტატუსით ეცვლება. ზაქარია ენდელაძემ დღეს უკვე მუშაობა მერის რანგში გააგრძელა.
იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები მუნიციპალიტეტში, ამაზე ადიგენში ჯერ არ საუბრობენ.

სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე არ საუბრობს, არც ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, რომელიც ასევე ახალი სახეა. დღეს იგი მერიის მუშაობასა და თანამშრომლებს გაეცნო: „ჯერ ტექნიკური საკითხებია, ვეცნობი ყველაფერს, რა ცვლილებები იქნება, ეს არ ვიცი, დრო გვიჩვენებს“.

დილიდან თანამშრომლებს გაეცნო ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანიც. იგი მერიაში საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა წარადგინა. უნანიანის წარდგენას პარლამენტში ახალქალაქის მაჟორიტარი ენზელ მკოიანიც ესწრებოდა.

მუნიციპალიტეტის მერის ამპლუაში დაიწყო მუშაობა დილიდან ანივარდ მოსოიანმაც, რომელიც ამ დრომდე ნინოწმინდის საკრებულოში განათლების კომისიის თავმჯდომარე იყო.

„ამ წუთებშიც ვხვდები და ვეცნობი თანამშრობლებს, ჯერ ისევ ის შემადგენლობა იქნება, მერე ჩამოვყალიბდებით ალბათ ყველაფერზე“, – განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ანივარდ მოსოიანმა.

რაც შეეხება ახალციხეს, ახლად არჩეული მერი ზაზა მელიქიძე, მერიაში მისვლასა და თანამშრომლებთან შეხვედრას 16:00 საათისთვის გეგმავს.

13 ნოემბრის მონაცემებით, რეგიონში, ახალი მერის გარეშე მოლოდ ბორჯომია, სადაც გუშინ არჩევნების მეორე ტური იყო. უკვე ცნობილია, რომ ბორჯომის ახალი მერი „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ლიპარტია იქნება, რომელიც ასევე ახალი სახეა პოლიტიკაში. ლიპარტია მუშაობას ცესკოს მიერ მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 11 დღეში დაიწყებს.

ამ დროისთვის, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომების თარიღი ჩანიშნული არა არის. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ცესკოში სხდომა დღეს 17:00 საათზეა დანიშნული. ამ სხდომაზე გახდება ცნობილი ახალი საკრებულოების შეკრების თარიღი.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა. რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალარჩეული მერები მუშაობას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ
ახალციხის ახალი მერი სამსახურების უფროსებს გაეცნო
ახალციხე მერის მოლოდინში – როდიდან დაიწყებს მუშაობას ახალარჩეული მერი
ბორჯომის ახალმა მერმა მუშაობა დაიწყო
ბორჯომის გამგეობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება
როდის გახდება ცნობილი არჩენვების მეორე ტურის თარიღი
დღეიდან ახალციხეს ახალი მერი ეყოლება