FM97.5 / LIVE

ბორჯომის ახალმა მერმა მუშაობა დაიწყო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 29.11.2017
დღეიდან, 29 ნოემბრიდან, ბორჯომში ახალმა მერმა, ლევან ლიპარტიამ დაიწყო მუშაობა, რომელიც ამომრჩეველმა არჩევნების მეორე ტურზე აირჩია.

ბორჯომის ახალმა მერმა მუშაობა დაიწყო

ლევან ლიპარტია მერიაში დილიდან მივიდა. იგი ოფიციალურად არავის წარუდგენია.

„მარტო ვიყავი მისული, თანამშრომლებს შევხვდი და მალევე წამოვედი. შეხვედრები მაქვს და მუშაობას ხვალიდან ჩვეულებრივად გავაგრძელებ“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ.

გეგმავს თუ არა საკადრო ან სტრუქტურულ ცვლილებებს მერიაში, ლიპარტია ამაზე ჯერ არ საუბრობს. ლიპარტია ამბობს, რომ სამსახურში ყველაფერს დეტალურად გაეცნობა და გადაწყვეტილებებს მერე მიიღებს.

როგორ გააგრძელებს ბორჯომის საკრებულოსთან მუშაობას, რომელის თავმჯდომარეც მისი ყოფილი კონკურენტი და ოპოზიციური პარტიის წევრია, ლიპარტია ჯერ არც ამაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, ბორჯომში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ლევან ლიპარტიამ, რომელიც კენჭს „ქართული ოცნებიდან“ იყრიდა, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ზაზა ჩაჩანიძეს მხოლოდ 24 ხმით აჯობა, თუმცა, პირველტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%+1 ხმა ვერ მოპოვა.

ბორჯომში მეორე ტური 12 ნოემბერს შედგა. არჩევნების მეორე ტურში, ლევან ლიპარტიამ 55.22% (7615 ხმა), მისმა კონკურენტმა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ კი 44.78% (6176 ხმა) მიიღო. ლიპარტიამ ჩაჩანიძეს 1439 ხმით აჯობა.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეიდან ბორჯომის მერი მუშაობას შეუდგება
ლევან ლიპარტია – 40.54%, ზაზა ჩაჩანიძე – 40.23% – ბორჯომში მეორე ტური იქნება
ბორჯომში მერის არჩევნები "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიგო
ლევან ლიპარტია: ხმა მივეცი ბორჯომის უკეთეს მომავალს
ზაზა ჩაჩანიძე:  თუ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ,  ოპოზიციონერი მერი უნდა ავირჩიოთ
მეორე ტურის შედეგები ბორჯომში [სრული]
ლევან ლიპარტია: ვაპირებ, განვახორციელო ყველა ის პროექტი, რაც ბორჯომის საკეთილდღეოდ არის მიმართული [R]