FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში არჩევნებზე 18 საჩივარი დაიწერა

მთავარისიახლე, არჩევნები 24.10.2017
რეგიონის მასშტაბით, საოლქო–საარჩევნო კომისიებში, 18 საჩივარი შევიდა. ყველაზე მეტი ახალციხის ოლქში დაფიქსირდა, ნინოწმინდაში კი საჩივარი არავის დაუწერია.

სამცხე–ჯავახეთში არჩევნებზე 18 საჩივარი დაიწერა

დღეს, 24 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საჩივრების მიღების ვადა იწურება. სამცხე–ჯავახეთის საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრების მიღება და განხილვა უკვე დაასრულა. ნაწილი კი განხილვაზე დღეს და ხვალ იმუშავებს.

საერთო ჯამში დაწერილი 18 საჩივრიდან ყველაზე მეტი, 8 საჩივარი ახალციხის საოლქოში შევიდა, ახალქალაქსა და ასპინძაში 4–4 საჩივარი დაიწერა, ადიგენსა და ბორჯომში კი თითო–თითო საჩივარი დარეგსიტრირდა. რაც შეეხება ნინოწმინდას, აქ საჩივარი არ დაწერილა.

ახალქალაქის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ საჩივრებს ხვალ განიხილავენ. ადიგენის საოლქო კომისიაში კი ვარაუდობენ, რომ საჩივარს განუხილველს დატოვებენ, რადგან მისი დაწერის ვადებია დარღვეული. ასევე განუხილველი დატოვა საჩივარი ბორჯომმაც.

უკვე განიხილა ოთხივე საჩივარი N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ. აქედან ორი არ დაკმაყოფილდა, ორზე კი საუბნო კომისიის წევრების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.

ასპინძაში ორი დაკმაყოფილებული საჩივრიდან ერთი N4 დამალის, მეორე კი N9 ნაქალაქევის საარჩევნო უბნებს ეხებოდათ. ორივე საჩივარი საიამ დაწერა. დამალაში შემაჯამებელ ოქმს ერთ–ერთი კომისიის წევრის ხელმოწერა აკლდა და მას ამის გამო ხელფასი დაუკავდება. ნაქალაქევში კი უბნის თავმჯდომარესა და მდივანს შენიშვნა მისცეს.

ასპინძის მსგავსად, დაარსულა საჩივრების განხილვა ახალციხის საოლქო კომისიამაც. რვა საჩივრიდან აქ მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა. საჩივარი N19 საძელის საარჩევნო უბანს ეხებოდა. აქ ერთი და იგივე პირი უბანზე შესვლას რამდენჯერმე ცდილობდა. ამიტომ საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს გაფრთხილება მიეცა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში 33 საჩივარი დაიწერა
სამცხე-ჯავახეთის სამ საარჩევნო ოლქში  41 საჩივარი შევიდა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 საჩივარი შევიდა
გაფრთხილებები და ჯარიმები – საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა
ახალქალაქის საოლქომ 16 საჩივრიდან 10 განუხილველი დატოვა
ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა