FM97.5 / LIVE

ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა

მთავარისიახლე, არჩევნები 15.11.2017
N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. კომისიაში შესული 11 საჩივრი პროცედურული დარღვევის 6 ფაქტს ეხებოდა.

ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა
ბორჯომის საოლქო კომისიაში განხილული საჩივრებიდან მხოლოდ ორი დაკმაყოფილდა. აღნიშნული საჩივარები N19 საარჩევნო უბანზე დარღვევის ერთ ფაქტს ეხება. ერთი და იგივე ფატქზე საჩივარი ორმა ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საიას“ დამკვირვებლებმა დაწერეს.

„რეგისტრატორების მიერ ადგილი ჰქონდა თავისი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, როზა ჩაჩანიძის მიერ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტი იყო ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე“, – ნათქვამია საჩივარში.

არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდნენ, რაც ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა. აღნიშნული უბნის კომისიის წევრებს როზა ჩაჩანიძისა და თამარ გოგეშვილის მიმართ მათ მიერ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შენიშვნა განისაზღვრა.

ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან დევიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე შემაჯამებელ ოქმებთან და ხმის დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით განცხადება|საჩივარი არ დაწერილა.

„ყველა განცხადება| საჩივარი იყო კომისიის წევრების მხრიდან შესაძლო დიციპლინარულ გადაცდომასთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა ხმის მიცემის პროცედურებს. არცერთი საჩივარი იყო ისეთი რომლის შედეგსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა ლევან დევიძემ.

[თინათინ ზაზაძე ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარი შევიდა
სამცხე–ჯავახეთის საოლქო კომისიებში ოთხი საჩივარი დაიწერა
ბორჯომის საარჩევნო ოლქში ერთი საჩივარი შევიდა და ისიც არ დაკმაყოფილდა
N38–ე ადიგენის საოლქო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა
ბორჯომის საოლქო კომისიას სამი საჩივარი დაემატა
ბორჯომის საოლქომ რვა საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში კიდევ 3 საჩივარი შევიდა