FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში 33 საჩივარი დაიწერა

მთავარისიახლე, არჩევნები 29.10.2018
28 და 29 ოქტომბერს, სამცხე–ჯავახეთის საოლქო კომისიებში 33 საჩივარი შევიდა, აქედან ყველაზე მეტი 14 ახალქალაქში, ხოლო ყველაზე ცოტა,ორი ნინოწმინდაში დაიწერა. ადიგენისა და ასპინძის საოლქო კომისიებში კი ამ დრომდე არცერთი საჩივარი არ დარეგისტრირებულა.

სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში 33 საჩივარი დაიწერა

ახალქალაქის ოლქში 14 საჩივრიდან შვიდი „მრავალეროვანმა საქართველომ“, ორი „სამართლიანმა არჩევნებმა“, ორი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ორი კი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელმა დაწერა. მათი საჩივრების ნაწილი შემაჯამებელ ოქმებს, ასევე, ხმის მიცემისა და წილისყრის პროცედურების დარღვევას ეხება.

ახალციხის საოლქოში საჩივრები დაიწერა შემაჯამებელი ოქმების არასწორად შევსებაზე, სააგიტაციო მასალის დარღვევით განთავსებაზე და სხვა პროცედურულ დარღვევებზე. აქ სამი საჩივარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ოთხი „სამართლიანმა არჩევნებმა“, ერთით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და ერთი საინფორმაციო სააგენტო „ნიუსფეისმა“ დაწერა.

ბორჯომის საარჩევნო ოლქში დაწერილი საჩივრებიდან ექვსი შემაჯამებელ ოქმებს და ორი აგიტაციას ეხება. ოლქს სამი საჩივარი „სამართიანმა არჩვნებმა“, ორი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ორი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და ერთი „ლეიბორიტულმა“ პარტიამ დაუწერა.

ნინოწმინდაში ორი საჩივარი „მრავალეროვანმა საქართველომ“ შეიტანა. ისინი კენჭისყრის, ასევე, წილისყრის პროცედურების გადანაწილებისას პროცედურულ დარღვევებს ეხება.

ასპინძის საარჩევნო ოლქში ამდრომდე არცერთი საჩივარი დაწერილა.

რაც შეეხება ადიგენს, საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ „რამდენიმე უბანზე იყო ხარვეზები, თუმცა ადგილზევე აღმოიფხვრა და საჩივარი აღარ დაწერილა“.

საარჩევნო კომისიებს საჩივრების განხილვისთვის ორდღიანი ვადა აქვთ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საოლქომ რვა საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა
სამცხე–ჯავახეთის საოლქო კომისიებში ოთხი საჩივარი დაიწერა
სამცხე-ჯავახეთის სამ საარჩევნო ოლქში  41 საჩივარი შევიდა
არჩევნების მეორე ტურზე სამცხე–ჯავახეთის ოლქებში 12 საჩივარი დაიწერა
სამცხე–ჯავახეთში არჩევნებზე 18 საჩივარი დაიწერა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში კიდევ 3 საჩივარი შევიდა
ბორჯომის საოლქოში ერთი საჩივარი შევიდა