FM97.5 / LIVE

გაფრთხილებები და ჯარიმები – საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 19.06.2014
გაფრთხილება საუბნო საარჩევნო კომისიების 8 თავმჯდომარეს და 9 მდივანს და 5 დღის ხელფასის დაქვითვა 2 თავმჯდომარესა და 2 მდივანს, – N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა.

გაფრთხილებები და ჯარიმები – საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 27 განცხადება/საჩივარი შევიდა, აქედან 8 უბნებიდან ამოღებული საჩივრებია. საჩივრებს შორის იყო არჩევნებამდე შესული განცხადებაც, მაგალითად, საჩივარი იმის შესახებ, რომ N15 ელიაწმინდის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბიულეტენები სახლში წაიღო. „რაც არ დადასტურდა“, – გვიხსნის N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი.

მისივე თქმით, საჩივრების უმეტესობა უბნებზე მიღებული ბიულეტენების ნაკლები რაოდენობის გამო დაიწერა.

„ეს ჩანაწერთა წიგნში ჰქონდათ აღნიშნული. პარალელურ რეჟიმში საჩივრები შემოდიოდა ჩვენთან, მაგრამ ფაქტობრივად, გაორებული საჩივრები იყო. ერთ-ერთი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ სუბიექტის წარმომადგენელს ჰქონდა დამკვირვებლის სტატუსი, აღნიშნულის შესახებ ეცნობა ცესკოს და გაუუქმდა დამკვირვებლის სტატუსი, შესაბამისად, შეეზღუდა უბნებზე შესვლის უფლება“, – განმარტავს გავაშელი.
N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, კენჭისყრის მეორე დღეს, 16 ივნისს, საჩივრები შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით შევიდა. ჯამში 12 საჩივარი. აქედან ერთ-ერთი ფერსის საარჩევნო უბნიდან. ფერსის უბანზე საჩივარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დაწერა.

„აღნიშნული პიროვნება განმარტავდა, რომ უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და წევრები იყვნენ, რამაც ზეგავლენა მოახდინა კომისიაზე და ხმის დათვლის დროს კომისია დაიბნა. ითხოვდა ხმების ხელახლა გადათვლას. თუმცა, აღნიშნულ განცხადება–საჩივარს გასული ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა და ამიტომ უარი ეთქვა“, – ამბობს გავაშელი.

მისივე თქმით, რაც შეეხება დანარჩენ საჩივრებს შემაჯამებელი ოქმის დარღვევასთან დაკავშირებით, თითქმის ერთი და იგივე სახის დარღვევები იყო და ეხებოდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას: „წელს იყო განსხვავებული არჩევნები, განსხვავებული სპეციფიკით აძლევდნენ ხმას სპეციალური სიის ამომრჩევლები, ვინაიდან ზოგი სარგებლობდა 1, 2 და 3 ბიულეტინით, კომისიამ ვერ განსაზღვრა, რომ ის იყო ერთი ამომრჩეველი და ცალ–ცალკე ბიულეტენებზე არ უნდა გაეკეთებინათ აქცენტი. ამის გამო ჩაწერეს შეცდომით. კომისიამ იმსჯელა და კომისიის რამდენიმე თავმჯომარეს და მდივანს გაფრთხილება მიეცა, რამდენიმეს კი ადმინისტრაციული ჯარიმები დააკისრა“.

გაფრთხილება მიეცათ N2, N10, N20, N25, N27, N28, N29 და N30 საარჩევნო უბნების თავმჯომარეებსა და მდივნებს. N10 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს და მდივანს 5 დღის ხელფასი დაუკავდება. ასევე 5 დღის ხელფასი დაუკავდება N32 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, მდივანმა კი გაფრთხილება მიიღო. გაფრთხილება მიეცა N3 უბნის მდივანსაც, რადგან ოქმში ის გრაფა იყო გამოტოვებული, რომელშიც მიღებული ბიულეტენების რაოდენობა უნდა ჩაეწერათ.

“N3 უბანზე ეს არანაირ გავლენას არ ახდენდა შედეგებზე, მაგრამ, მდივანი უნდა ყოფილიყო უფრო ყურადღებით. ამიტომ მან მიიღო შენიშვნა“, – განმარტავს თეა გავაშელი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 საჩივარი შევიდა
სამცხე–ჯავახეთში არჩევნებზე 18 საჩივარი დაიწერა
ახალქალაქის საოლქომ 16 საჩივრიდან 10 განუხილველი დატოვა
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში კიდევ 3 საჩივარი შევიდა
ახალქალაქის ორ უბანზე თავმჯდომარეებმა და მდივნებმა გაფრთხილება მიიღეს
ახალციხე–ადიგენის ოლქში ოთხი საჩივარი შევიდა
რა გადაწყვეტილება გამოიტანა ახალციხის საოლქო კომისიამ საჩივრებზე