FM97.5 / LIVE

დაუდასტურებელი ინფორმაციით ასპინძის გამგებლის მოადგილე დააკავეს

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 25.03.2015
დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა , ქრთამის აღების ფაქტზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე დააკავეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით ასპინძის გამგებლის მოადგილე დააკავეს

ლევან ხოზრევანიძე დღეს, 25 მარტს, სამსახურში არ ყოფილა. როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე ამბობს, ხოზრევანიძე მას დაახლოებით 13:00 საათისთვის დაუკავშირდა, უთხრა, რომ შვილიშვილი ჰყავდა ცუდად და ამის გამო შეიძლება სამსახურში მისვლა დაგვიანებოდა, ან საერთოდ ვერ მისულიყო.

რაც შეეხება მის დაკავებას, ცაბაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ინფორმაციას გამგეობის სხვა თანამშრომლებიც არ ფლობენ. არაფერი იციან მომხდარის შესახებ ასპინძის საკრებულოშიც.

„მიწების კომისიის თავმჯდომარე ვარ და ამიტომ ამჟამად გასული ვარ სამსახურიდან. ერთ-ერთმა ახლობელმა დამირეკა და მითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც ხდება, მეტი არაფერი ვიცი. ცოტახანში სამსახურში ვიქნები და გავერკვევი ვითარებაში“, - გვითხრა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მაოდგილემ ნუგზარ ლონდარიძემ საღამოს საათებში. სამსახურში დაბრუნების შემდეგ კი განაცხადა, რომ თვითმმართველობაში ჩვეუელბრივი სამუშაო გარემოა და ხოზრევანიძის დაკავების შესახებ დეტალები არც ამჟამად იცის.

თავად ლევან ხოზრევანიძის ტელეფონი მიუწვდომელია. ასპინძაში ადგილობრივები კი ამბობენ, რომ დილის საათებში სამართალდამცავების სიმრავლე შეინიშნებოდა, თუმცა რა მოხდა ზუსტად არც მათ იციან.

კითხვაზე, ადასტურებდნენ თუ არა ხოზრევანიძის დაკავებას, შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ცოტახანში თავად გაავრცელებდნენ, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურ უწყებას მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ლევან ხოზრევანიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა. იგი 2013 წლის 23 ივლისიდან 2014 წლის 1 აპრილამდე ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსად მუშაობდა. გასულ წლებში პოლიციის თანამშრომელიც იყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დაკავებას ადასტურებს
ასპინძის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა დატოვა
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
2 დაკავებული და 14 სამსახურიდან გათავისუფლებული ტყის მცველი 8 თვეში
ასპინძის გამგებლის ყოფილი მოადგილე საოლქო კომისიის წევრიც აღარაა
ასპინძის მერმა მოადგილეები დანიშნა
კაკლის გაჩეხვის ფაქტებს ასპინძის რაიონული სამმართველო იძიებს