FM97.5 / LIVE

ასპინძის მერმა მოადგილეები დანიშნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.11.2017
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ ორი მოადგილე დანიშნა. მას მესამე მოადგილე არ ეყოლება.

ასპინძის მერმა მოადგილეები დანიშნა

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები დღეს, 24 ნოემბერს დაინიშნენ. როსტომ მაგრაქველიძის პირველი მოადგილე დავით პაპაშვილი, მეორე კი ლევან ბერიძე იქნება.

დავით პაპაშვილს 2017 წლის ოქტომბრამდე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.

იგი ერთ–ერთი იყო იმ 7 თანამშრომელს შორის, რომელმაც ასპინძის გამგეობა თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა. პაპაშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ, ისევე როგორც დანარჩენმა ხუთმა თანამშრომელმა, განცხადება მაშინ დაწერა, როცა შვებულებაში იყო. მაშინ პაპაშვილს კითხვაზე პასუხი, თუ რატომ ტოვებდა სამსახურს, არ ჰქონდა: „გამგეობაში, ადმინისტრაციის სამსახურში იკითხეთ და გეტყვიან“, – გვითხრა მან.

მაშინდელი გამგებელი ლევან ცაბაძე, რომელიც როსტომ მაგრაქველიძის კონკურენტი იყო და მერის პოზიციაზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, ირწმუნებოდა, რომ თანამშრომლებს სამსახურს სუს–ი ზეწოლით ატოვებინებდა, მიზეზი კი ის იყო, რომ „ოცნების“ კანდიდატის მხარდამჭერებს სურდათ შეექმნათ სურათი, თითქოს ცაბაძეს ხალხი სამსახურიდან გაურბოდა.

რაც შეეხება ახლად დანიშნულ მეორე მოადგილეს, როსტომ მაგრაქველიძის თქმით, ლევან ბერიძეს თვითმმართველობაში, ასევე საჯარო უსწყებებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს: „სხვადასხვა დროს იგი მუშობდა ასპინძის გამგეობაში, პრობაციის სამსახურში, დაცვის პოლიციაში. ბოლოს კი კერძო კომპანიის „ახალი მესხეთის“ მენეჯერი იყო“.

გარდა ამ ადგილეებისა, ასპინძის მერიაში ამ დრომდე სხვა არავინ დანიშნულა.

„რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სულ 10 სამსახური გვექნება. ვაკანტურ პოზიციებზე ვაკანსიას ახალწალმდე გამოვაცხადებთ“.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა დატოვა
ასპინძის გამგეობიდან წინასაარჩევნოდ წასული თანამშრომლები წამყვან პოზიციებზე დააბრუნეს
რა ქონებას ფლობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე
ასპინძის გამგებელი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას
ასპინძის გამგეობას ექვსი თანამშრომელი დატოვებს
ასპინძის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა
ასპინძის გამგებლის ყოფილი მოადგილე საოლქო კომისიის წევრიც აღარაა