FM97.5 / LIVE

ასპინძის გამგებლის ყოფილი მოადგილე საოლქო კომისიის წევრიც აღარაა

მთავარისიახლე, არჩევნები 18.10.2017
ალექსანდრე პაპაშვილს გამგებლის მოადგილის პოზიციის დატოვების შემდეგ N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის დატოვებაც მოუხდა;

ასპინძის გამგებლის ყოფილი მოადგილე საოლქო კომისიის წევრიც აღარაა

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის და დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის ლევან ცაბაძის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში ალექსანდრე პაპაშვილი იყო. მას 11 ოქტომბრამდე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის პოზიციაც ეკავა. თუმცა, მას შემდეგ რაც მან გამგეობა დატოვა, საინიციატივო ჯგუფმა საოლქო კომისიას მიმართა, რომ მათი წარმომადგენელი თეიმურაზ ბერიძით ჩაანაცვლონ.

„გუშინ შემოვიდა განცხადება, მდივანი მუშაობს ამ საკითხზე. პაპაშვილი ბერიძით ჩანაცვლდება“, – ამბობს N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლოლაძე.

რატომ გახდა გამგებლის მოადგილის პოზიციის დათმობა საილქო კომისიიდან წამოსვლის მიზეზიც, ამის გარკვევა ალექსანდრე პაპაშვილთან ვერ შევძელით, მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. ცაბაძე კი აცხადებს, რომ მაში,ნ როცა პაპაშვილმა გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაწერა, ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო. გამგებელი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა დატოვა
გაასაჩივრებენ თუ არა ასპინძის გამგებლის საქმეს სააპელაციოში უცნობია
ასპინძის საოლქო გამგებლის საქმეს სააპელაციოში არ ასაჩივრებს
ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ასპინძის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა
სასამართლომ ასპინძის გამგებლის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა
ასპინძის გამგებელმა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის საჭირო ხელმოწერები შეაგროვა