FM97.5 / LIVE

ოცი წელი წყლის გარეშე

მთავარისაზოგადოება 03.05.2013
წლების განმავლობაში უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა და მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა მიქუტიშვილის ქუჩაზე; რატომ ეშინიათ ადგილობრივებს ღამით გარეთ გამოსვლა და რატომ არ ეხმარებიან შესაბამისი სამსახურები.

ოცი წელი წყლის გარეშე
უკვე ოცი წელია რაც ახალციხეში, მიქუტიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ რვა ოჯახს წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები სასმელ წყალს მეზობელი ქუჩებიდან ეზიდებიან. რამდენიმე ოჯახმა კი უწყლობის გამო, საკუთარი ჭა გააკეთა.

”სასმელ წყალს მაღაზიაში ვყიდულობთ. ჭები გავაკეთეთ, მაგრამ ჭის წყალს დასალევად ვერ ვიყენებთ. მსგავსი პრობლემის წინაშე რვა ოჯახია”, - ამბობს მიქუტიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მაია გოგოლაძე.

მისი მეზობელი დარეჯან გვირჯიშვილი კი ამბობს, რომ წყალი 200 მეტრის სიშორიდან მოაქვს.

”წყალს მეზობლისგან ვეზიდები, მაგრამ მრიცხველი აქვს დაყენებული და ფულს ვუხდი, ზედა ქუჩას თუ აქვს წყალი, არ შეიძლება ჩვენც გვქონდეს?” - კითხულობს დარეჯან გვირჯიშვილი.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას რამდენჯერმე მიმართეს და დახმარებასაც დაჰპირდნენ.

გელა დემეტრაძე რომ იყო გამგებელი მასთან ვიყავი და დაგვპირდა, ტრაქტორს და მილებს მოგცემთო. რაც გამგებელი შეიცვალა აღარავისთან მივსულვართ, რად უნდა ჩვენი მისვლა იქ არ დევს განცხადება?” - ამბობს მაია გოგოლაძე და ამატებს, რომ ისინი მხოლოდ ქუჩაზე ცენტრალური მილის გაყვანას ითხოვენ. შემდეგ კი ყველა ოჯახი სახლამდე წყალს საკუთარი ხარჯებით შეიყვანს.

მიუხედავად იმისა, რომ მიქუტიშვილის ქუჩას წყალი 20 წელია არ მიეწოდება, მოსახლეობას წყლის ქვითრები მუდმივად მისდით.

”შარშან 85 ლარი მომივიდა, წყალკანალში მივედი და განცხადება დავწერე. ვუთხარი, რომ წყალს თუ შემოგვიყვანდნენ გადავიხდიდით რაც გადასახდელი იყო, მაგრამ ისე გააკეთეს, რომ აბონენტთა სიიდან საერთოდ ამოგვიღეს”, - ამბობს სერგო დანელია.

მოსახლეობამ ”საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ცხელ ხაზზეც დარეკა, სადაც განუმარტეს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე წყლის გაყვანა უახლოეს მომავალში იგეგმება.

ის, რომ მიქუტიშვილის ქუჩაზე აღნიშნული სამუშაოებია დაგეგმილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილიც ადასტურებს.

”შევპირდი მოსახლეობას, რომ აღნიშნულ პრობლემას მოვაგვარებთ, მაგრამ ამისთვის დრო გვჭირდება. დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, სხვადასხვა ტექნიკა და მასალებია საჭირო”, - ამბობს ბაგინაშვილი.

მიქუტიშვილის ქუჩის მოსახლეობა გარდა წყლის პრობლემებისა, გაუმართავ საკანალიზაციო სისტემაზე, ჩაბნელებულ ქუჩაზე და მაწანწალა ძაღლების სიმრავლეზეც საუბრობს.

”ღამე ვერ გამოივლი, ისეთი სიბნელეა. თან მაწანწალა ძაღლები არიან, მოსახლეობას გარეთ გამოსვლის ეშინია. გარდა ამისა, ქუჩაზე ფეკალური მასა ამოდის და ანტისანიტარიაა”, - ამბობს სერგო დანელია.

აღნიშნულ ქუჩაზე განათების ბოძები დამონტაჟებულია, თუმცა ელექტროსადენები გაყვანილი არაა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამეგბლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გოჩა პარუნაშვილი ამბობს რომ ქალაქის ყველა ქუჩაზე გარე განათებების მოწესრიგებისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

”ვეცდებით აღნიშნულ ქუჩასაც შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ და პრობლემა მოვუგვაროთ. წყალს რაც შეეხება ეს გამგეობის კომპეტენციაში არ შედის”, - განმარტავს პარუნაშვილი.

ოცი წელი წყლის გარეშე

[ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


უწყლობის მესამე დღე - წყალმომარაგების კომპანია ქუჩაში წყალს დაარიგებს
‘სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა’ – მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
9 აპრილზე დაზიანებულ წყლის მილს ნებართვის გარეშე ვერ აკეთებენ
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება