FM97.5 / LIVE

ასპინძაში საპროტესტო აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 10.08.2017
სოფელ რუსთავიდან აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის პირველ პირთან შეხვედრას ითხოვენ. უყურადღებობის შემთხვევაში კი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ასპინძაში საპროტესტო აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეკრებილი სოფელ რუსთავის მცხოვრებლები სოფელში წყლის დაწყვეტის საკითხთან დაკავშირებით ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ლევან ცაბაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„სოფელში 4 წყარო უკვე სულ გაქრა. ძალიან მალე წვეთი წყალი აღარ გვექნება. გამგებლის მოადგილე მერაბ ველიჯანაშვილი დაგვპირდა, რომ კომისიას შექმნიდნენ, რომელიც სოფელში წყლის დებეტის მოძიებაზე იმუშავებდა, მაგრამ ამ დრომდე არც კომისია შექმნილა და არც არაფერი შეცვლილა“, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე გიორგი წიკლაური.

ადგილობრივები იმ შემთხვევაში თუ მათ ყურადღებას არ მიაქცევენ და სოფელში წყლის პრობლემა არ მოგვარდება საპროტესტო აქციებს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთანაც გამართავენ: „ასპინძის გზას კი გადავკეტავთ. ეს ტურისტული მონაკვეთია, გზაზე დავწვებით და არაფერს გავატარებთ“.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ხვდებიან, შესაბამსიად კომპანიის პოზიცია წყლის პრობლემასთან დაკავშირებით არ იციან: „ამიტომ გვინდა, რომ გამგებელს ვთხოვოთ აწარმოოს მოლაპარაკება ჰესის ადმინისტრაციასთან და გაგვარკვიოს ჩვენც რას გვიპირებენ“.

აქცია ასპინძის გამგეობის წინ დაახლოებით საათზე მეტია რაც იმართება, თუმცა მის მონაწილეებთან გამგებელი ლევან ცაბაძე ამ დრომდე არ გამოჩენილა. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გამგებელი თბილისშია: „მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი ახალციხეში შეხვედრაზეა, მაგრამ მან უკვე დატოვა შეხვედრა და ასპინძისკენ მოემართება“.

ვიდრე გამგებლის მოადგილე აქციის მონაწილეებთან მივა, მათ ასპინძის მუნიციალიტეტის გამგეობაში შეიტანეს წერილი, რომლის თანახმადაც ადგილობრივები გამგეობას წყლის პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ რუსთავის მოსახლეობას მესამე თვეა სასმელი წყალი არ აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სისტემა, რომლითაც სოფელი მარაგდებოდა „მტკვარი ჰესის“ მშენებლობისას დაზიანდა.

ასპინძაში საპროტესტო აქციის მონაწილეები გამგებელთან შეხვედრას ითხოვენ

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
სოფელ რუსთავში მცხოვრებ 12 ოჯახს წყალი ისევ არ აქვს
ასპინძის გამგებელი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავს წელს  წყალი არ ექნება
სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
რუსთაველები – სოფელში წყალი „მტკვარი ჰესის“  მშენებლობის გამო დაწყდა