FM97.5 / LIVE

აბასთუმნის მთაში ფიქრობენ, რომ ხანძარი მეხისგან გაჩნდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2017
აბასთუმნის მთაში, სადაც, საზაფხულოდ, ხუთი ოჯახი ცხოვრობს (აქ მათ მსხვილფეხა საქონელი მოჰყავთ ზაფხულობით), ფიქრობენ, რომ ტყეში ხანძარი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.

აბასთუმნის მთაში ფიქრობენ, რომ ხანძარი მეხისგან გაჩნდა
ზეკარის უღელტეხილი. 30.08.17. ფოტო: თინათინ ზაზაძე/სამხრეთის კარიბჭე

"სამხრეთის კარიბჭემ" სტიქიის ზონაში იმ ადგილას მისვლა შეძლო, საიდან ხანძარი დაახლოებით ორ კილომეტრშია. როგორც ჟურნალისტი თინათინ ზაზაძე გვიყვება, იმ ადგილას ზაფხულის პერიოდში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ახლა იქ მყოფები ამბობენ, რომ იქ სადაც ხანძარი გაჩნდა, ადამიანები არ დადიან და შესაბამისად, გამორიცხულია ხანძარი დაუდევრობის შედეგი იყოს.

"დაახლოებით ორი თვეა აქ ვარ, ხუთი ოჯახი ვცხოვრობთ, საქონელი გვყავს. მაგ ადგილზე, ჩვენგან 2 კილმეტრშია, ხანძარი თუ იყო არ ვიცოდით, ვიდრე ვერტმფენმა არ დაიწყო ფრენა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცეცხლი მეხისგან გაჩნდა, იმიტომ, რომ მარიამობის ღამეს, მთაში, ძლიერი ჭექა–ქუხილი იყო", – გვეუბნება ნაზი სტურუა, რომელიც გამოსაზაფხულებლად მთაში დაბა აბასთუმნიდან ამოვიდა.

ამ ადგილას, აბასთუმანი–ბაღდათის უღელტეხილთან, ამ დროისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და მეხანძრეების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული. მეხანძრეები მცხეთიდან და ხაშურიდან არიან და სამუშაოებში ჩასართველად გამოძახებას ელიან.

ჟურნალისტის თქმით, ეს არის ბოლო წერტილი, სადაც მისვლა შეიძლება და ამ დროისათვის ამ ადგილზე არიან სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადიგენის გამგეობის წარმომადგენლებიც. ცეცხლის კერები არ ჩანს, რადგან ძლიერი ნისლია.

აბასთუმნის მთაში ფიქრობენ, რომ ხანძარი მეხისგან გაჩნდა
ზეკარის უღელტეხილი. 30.08.17. ფოტო: თინათინ ზაზაძე/სამხრეთის კარიბჭე


აბასთუმნის მთაში ფიქრობენ, რომ ხანძარი მეხისგან გაჩნდა
ზეკარის უღელტეხილი. 30.08.17. ფოტო: თინათინ ზაზაძე/სამხრეთის კარიბჭე


აბასთუმნის მთაში ფიქრობენ, რომ ხანძარი მეხისგან გაჩნდა
ზეკარის უღელტეხილი. 30.08.17. ფოტო: თინათინ ზაზაძე/სამხრეთის კარიბჭე


აბასთუმნის მთაში ფიქრობენ, რომ ხანძარი მეხისგან გაჩნდა
ზეკარის უღელტეხილი. 30.08.17. ფოტო: თინათინ ზაზაძე/სამხრეთის კარიბჭე


[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი და ნისლი აფერხებს [Video/Photo]
ახალციხის მახლობლად, არჯულის მთაში ხანძარი გაჩნდა
სვირის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
სოფელ არალთან მინდორი იწვის
ხანძრის მეორე დღე ბორჯომში – ცეცხლის კერებთან მისასვლელად გზას ჭრიან
სოფელ დაბის რწმუნებული:  ხანძარი დასახლებიდან ერთ კილომეტრშია
წაღვერში ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს – ფოტო/ვიდეო მასალა სტიქიის ზონიდან