FM97.5 / LIVE

ახალციხის მახლობლად, არჯულის მთაში ხანძარი გაჩნდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 02.05.2014
დღეს, 2 მაისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდის მახლობლად, არჯულის მთაში მინდორს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მეხანძრეებმა ხანძარი ნახევარ საათში ჩააქრეს.

ახალციხის მახლობლად, არჯულის მთაში ხანძარი გაჩნდა
ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურს არჯულის მთაში გაჩენილი ხანძირს შესახებ ინფორმაცია „სამხრეთის კარიბჭემ“ მიაწოდა.
როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურში განმარტეს, ტერიტორიის დასაზვერად და ვითარების გასარკვევად სამსახურის უფროსი მეხანძრეებთან ერთად მსუბუქი მანქანით 16:45 საათზე გავიდა.

ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი პაატა კბილაშვილი განმარტავს, რომ იყო საშიშროება ცეცხლი ტყესაც გასჩენოდა: "ცეცხლი ბალახს ეკიდა. დაახლოებით ნახევარ საათში ჩავაქრეთ და სახანძრო მანქანის აყვანა აღარ დაგვჭირდა. ხანძარი ლიკვიდირებულია და უკან, ახალციხეში ვბრუნდებით".

მისივე თქმით, არჯულის მთაში ხანძრის პირველი შემთხვევა არ არის. დაახლოებით ორი კვირის წინ ცეცხლი ისევ ბალახს ეკიდა. ამ დროს სახანძრო მანქანის გამოძახება გახდა აუცილებელი. ამ შემთხვევაშიც ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხანძრის შედეგად არჯულის მთაში 16 მეასედი ტყის მასივი დაიწვა
საფარის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა
ახალციხეში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი  გაუჩნდა
ხანძარი ადიგენში
ახალციხის მეორე სკოლის ეზოში ცეცხლი გაჩნდა
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა