FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ადგილობრივებმა მობილიზაცია გამოაცხადეს – ცეცხლი უღრან, მიუვალ ტყეშია

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.08.2017
აბასთუმანში ადგილობრივებმა მობილიზაცია გამოაცხადეს და სტიქიის ზონაში აპირებენ წასვლას. მათი თქმით, ის ადგილი სადაც ხანძარია, მათ უკეთ იციან. ამ დრომდე უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, – გარდა იმისა, რომ ადგილი მიუვალია, არ მუშაობს არცერთი სატელეფონო ქსელი და ვერ ხერხდება კომუნიკაცია.

აბასთუმანში ადგილობრივებმა მობილიზაცია გამოაცხადეს – ცეცხლი უღრან, მიუვალ ტყეშია

შემთხვევის ადგილამდე ჯერ არც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მისულა, რომელმაც აბასთუმანში სოფელ სვირიდან გადაინაცვლა.

მინისტრის თქმით, მისი ინფორმაციით ცეცხლი უღრან ტყეშია გავრცელებული.

"ადგილზე არიან ადგილობრვები, მათ მიასწრეს მეხანძრე–მაშველებს. როგორც მეუბნებიან დიდი დაკვამლიანებაა, ღია კერებია, ადგილზე 100 კაცამდე მუშაობს. სირთულეს ქმნის მიუვალობა, უღრანი ტყეა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, იქ დაახლოებით 10–15 წელიწადია ხე არ მოჭრილა. ასე რომ, სპეცტექნიკაა გამოსაძახებელი სასწრაფოდ", – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტთან საუბრისას.

ამ დროისათვის ადგილობრივები ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის შესასვლელში იკრიბებიან. ამ ადგილს პოლიცია აკონტროლებს, პარკის შეიგნით არ უშვებენ მანქანებს.

შემთვხვევის ადგილზე მუშაობს "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტიც, ის ტყეში, ხანძრის ადგილასაა წასული და ამ დროისთვის ჩვენ ვერ ვახერხებთ მასთან დაკავშირებას მობილური კაშირგაბმულობის არარსებობის გამო.

შეგახსენებთ, დღეს, 29 აგვისტოს, ხანძარი გაჩნდა აბასთუმანშიც. ადგილზე ცოცხალი ძალა, სახანძრო ტექნიკა და მეტყევეები მუშაობენ. სვირიდან აბასთუმანში გადაინაცვლა ვერტმფრენმაც.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეაჩერა
ხანძარი აბასთუმანშიც მიუდგომელ ადგილზეა  – აბასთუმანში წავიდა შს მინისტრიც
შს მინისტრი მოხალისეებზე: მე ასეთი სულისკვეთება, ვერცერთ რეგიონში ვერ ვნახე
აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
შსს: აბასთუმანში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, დაკვამლიანებაც აღარაა
აბასთუმანში ხანძრის კერებამდე მისასვლელად ტყეში გზები გაყავთ
აბასთუმანში ნახანძრალი ადგილის დამუშავება მიმდინარეობს