FM97.5 / LIVE

შსს: აბასთუმანში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, დაკვამლიანებაც აღარაა

მთავარისიახლე 31.08.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე ცოცხალი ძალა გადასულია ნიადაგის პრევენციულ დამუშავებაზე.

შსს: აბასთუმანში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, დაკვამლიანებაც აღარაა

"ლოკალიზებლია სრულად, დაკვამლიანებაც აღარ არის, მიმდინარეობს სამუშაოები სრულად ლიკვიდაციისთის. ასევე, ცოცხალი ძალა გადასულია ნიადაგის პრევენციულ დამუშავებაზე. ეფექტურად იმუშავა ავიაციამ ცოცხალ ძალასთან ერთად. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მთელს ზონაში, სადაც ხანძარი იყო, სრულად ლოკალიზება გვაქვს", – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ბოლო ორი საათია აბასთუმანში ავიაცია აღარ მუშაობს, მაგრამ, ჯერჯერობით რჩება ადგილზე: "რადგან ქარია და შეიძლება ქარმა გარკვეულ ლოკაციებზე გააღვივოს ცეცხლი, მაგრამ, ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ გვაქვს".

შეგახსენებთ, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი მიუვალ, შერეულ ტყეში იყო. ხანძრის ჩაქრობას ართულებდა რთული რელიეფი, ქარი და ნისლი.

შსს–ს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი, ასევე, მოხალისეები აბასთუმნიდან. ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მისაყვანად ტყეში გაიჭრა 6 კილომეტრამდე გზა.

უწყების განცხადებით, ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
აბასთუმანში ნახანძრალი ადგილის დამუშავება მიმდინარეობს
აბასთუმანში ვერტმფრენმა მუშაობა განაახლა
ირანულმა ვერტმფრენებმა აბასთუმანი დატოვეს
შსს: წაღვერის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი
აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა