FM97.5 / LIVE

შს მინისტრი მოხალისეებზე: მე ასეთი სულისკვეთება, ვერცერთ რეგიონში ვერ ვნახე

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.08.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მადლობა გადაუხადა მოხალისეებს, აბასთუმნის მცხოვრებლებს, რომლებიც მესამე დღეა ჩართული არიან აბასთუმანში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში.

შს მინისტრი მოხალისეებზე: მე ასეთი სულისკვეთება, ვერცერთ რეგიონში ვერ ვნახე

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში, 1500–მდე ადამიანი მუშაობს და მათ შორის, არიან ადგილობრივებიც.

"ადგილობრივებმა ძალიან კარგად იციან აქაური ლანდშაფტი და მე მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ თავდაუზოგავად იბრძვიან ხანძრის ჩასაქრობად. მე ასეთი სულისკვეთება ნამდვილად ვერცერთ რეგიონში ვერ ვნახე, რაც აქ დავინახე", – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა დღეს, 31 აგვისტოს, დილას, ჟურალისტებთან აბასთუმანში არსებული ვითარების შეჯამებისას.

შეგახსენებთ, მესამე დღეა აბასთუმანში ხანძარს ებრძვიან. ადგილზე ცოცხალი ძალა, სახანძრო ტექნიკა და ავიაცია მუშაობს. ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანზეა გაჩენილი, მიუვალ, უღრან ტყეში. ხანძრის ჩაქრობას ართულებს რთული რელიეფი და ქარი. ამ დროისათვის უცნობია რა ფართობზეა მოდებული ცეცხლი. საქართველომ დახმარება მეგობარ ქვეყნებს სთხოვა. დღეიდან, 31 აგვისტოდან, სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთვება 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი. დღეს მინისტრმა განაცხადა, რომ ცეცხლის ღია კერები ჩამქრალია და თუ ამინდი ხელს შეუწყობთ, საღამოს ხანძარი ლოკალიზებული იქნება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შს მინისტრი: თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, დღეს აბასთუმანში ხანძარი ლოკალიზებული იქნება
აბასთუმანში ადგილობრივებმა მობილიზაცია გამოაცხადეს – ცეცხლი უღრან, მიუვალ ტყეშია
შსს: აბასთუმანში ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, დაკვამლიანებაც აღარაა
აბასთუმანში ნახანძრალი ადგილის დამუშავება მიმდინარეობს
აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
ირანულმა ვერტმფრენებმა აბასთუმანი დატოვეს
ხანძრის ჩასაქრობად აბასთუმანში დილიდან ავიაცია მუშაობს [Video]