FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.08.2017
ბოლო ინფორმაციით, აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, ადგილზე ამ დრომდე სჭირს ტექნიკის მიყვანა. მოხალისეები, ვინც ცეცხლის კერებთან მუშაობდა, ამბობენ, რომ ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

"სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტის, ლუბა გიორგაძის თქმით, მოხალისეთა დაახლოებით 20–კაციანმა ჯგუფი ამ დროისათვის ხანძრის კერა დატოვა. ისინი ამბობენ, რომ მუშაობა ძალიან რთულია.

"წამოვედით 20 კაცი, სახანძროები ისევ ვერ ამოდიან, ნაწილი წამოვედით, ნაწილი დარჩა, ხვალ ისევ გავაგრძელებთ მუშაობას", – უთხრა "სამხრეთის კარიბჭეს" გიორგი დემეტრაძემ.

აბასთუმანში ხანძარი დღეს, 29 აგვისტოს გაჩნდა. დაბაშიც და მიმდებარე სოფელშიც ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილი მიუვალია, ტყე უღრანი, ამიტომ ტექნიკას უჭირს მუშაობა, ხანძრის ლოკალიზებას ცოცხალი ძალა: მეტყევეები, მეხანძრე–მაშველები და მოხალისეები ცდილობენ. სვირიდან აბასთუმანში გადაინაცვლა სასაზღვრო ძალების ვერტმფრენმა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთი ვერტმფრენი ხანძარს ვერ ჩააქრობს. ამ ეტაპზე ცდილობენ ტყეში გზები გაჭრან იმისათვის, რომ ხანძრის კერებთან სახანძრო მანქანებმა შეძლონ მისვლა.

მოხალისეების თქმით, რომლებიც უკვე იყვნენ ტყეში, ცეცხლი ნიადაგს, ტორფს უკიდია და ახალ–ახალი კერები ჩნდება.

აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეაჩერა
აბასთუმანში ხანძრის კერებამდე მისასვლელად ტყეში გზები გაყავთ
რა ხდება აბასთუმანში – ფოტო და ვიდეო მასალა ხანძრის კერიდან
აბასთუმანში ადგილობრივებმა მობილიზაცია გამოაცხადეს – ცეცხლი უღრან, მიუვალ ტყეშია
საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში ჯერ არც ჯარი ერთვება და არც სხვა ქვეყნის ვერტმფრენი
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა