FM97.5 / LIVE

საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 25.08.2017
ფიზიკური ანგარიშსწორების, აგიტაციაში ხელშეშლის, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები – საიამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში, 2 ფიზიკური ანგარიშსწორების, 2 აგიტაციაში ხელშეშლის, 1 სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლისა და 1 სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი დაიფიქსირდა.

"ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ დაფიქსირდა. 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე არსებობდა ძალადობის გარკვეული რისკები, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო იქ მყოფ პირთა უსაფრთხოება, რაც პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს", – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდოდ გამოყენების ფაქტებზე. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მონიტორინგის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ზრდა დაფიქსირდა: "მართალია, საარჩევნო კანონმდებლობით მსგავსი ცვლილებების განხორციელება მხოლოდ არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში იკრძალება, თუმცა, ბიუჯეტის თანხების მობილიზება სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აჩენს ეჭვს, რომ ინიცირებული ან გაზრდილი სოციალური პროექტები არჩევნებს უკავშირდება".

ანგარიშის მიხედვით, ასევე კითვის ნიშნებს აჩენს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან: "ზოგადად მსგავი აქტივობები კანონდარღვევას არ წარმოადგენს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარები და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები ყოველთვის აქტიურ კომუნიკაციაში უნდა იმყოფებოდნენ ამომრჩევლებთან და მხოლოდ საარჩევნო პერიოდში არ უნდა აქტიურდებოდნენ".

წინასაარჩევნო პროცესებს საია ცენტრალური და რვა რეგიონული ოფისის მეშვეობით, თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე -ჯავახეთსა და სამეგრელოში 20-მდე მონიტორის მეშვეობით ახორციელებდა. როგორც საიაში აცხადებენ, ანგარიშში ასევე ასახულია ის ფაქტები, რომელთაც ადგილი ჰქონდა 1 ივნისამდე, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო გარემოს სრულყოფილად წარმოჩენისათვის.

[ნინო ნარიმანივილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
,ოცნება’ ცდილობს საარჩევნოდ გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი – ISFED
არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ
ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა
საია–მ ახალციხეში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
დარღვევის ორი ფაქტი ახალციხეში ISFED–ის ანგარიშში
„მრავალეროვანი საქართველოს“ წინასაარჩევნო მონიტორინგის პრეზენტაცია