FM97.5 / LIVE

არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 14.06.2014
არასამთავრობოების შეფასებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ნაკლები იყო საარჩევნო კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპის დარღვევები.

არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ
მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები, ამომრჩევლის მოსყიდვის, პოლიტიკური აქტივისტების დაშინებისა და დაკავების ფაქტები.

თუმცა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, პრობლემები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისწინა პერიოდში გაცილებით მეტი იყო.

„2013-2014 წლებში მიმდინარე თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმის პროცესში არსებობდა ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინი, თუმცა რეფორმის საბოლოო შედეგები ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გაცხადებულ ამბიციურ გეგმებს არ შეესაბამება. სამწუხაროა, რომ არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა, რაც რეფორმის ძირითადი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო“, – ნათქვამია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ანგარიშში.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უმოკლეს ვადებში რეფორმირებას საჭიროებს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს კომისიებში მრავალპარტიულ წარმომადგენლობას.

მათივე შეფასებით, პრობლემად რჩება საარჩევნო სიების საკითხიც, ვინაიდან ამჟამად არსებული საარჩევნო სია ვერ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სანდოობას და არ ასახავს რეალურ სურათს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მომზადებული შეხვდა წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებას. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არა მხოლოდ მისთვის წარდგენილ საჩივრებს იხილავდა, არამედ სავარაუდო დარღვევების შესახებ მედიით გავრცელებული ინფორმაციითაც ინტერესდებოდა და სავარაუდო დარღვევებს პროაქტიულად იხილავდა, რაც, ასევე, მისასალმებელია. შეკითხვები გააჩინა ცესკოს მუშაობამ, რომელმაც კანდიდატების რეგისტრაციასთან მიმართებაში არათანმიმდევრული მიდგომა გამოავლინა“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

მათივე განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა უფრო ეფექტური უნდა იყოს დარღვევების პრევენციისა და მათზე დროული რეაგირების თვალსარისით: „კომისიას მისი მუშაობის განმავლობაში არ წარმოუდგენია მიწოდებულ დარღვევებზე რეაგირების ანგარიში“.

სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და საია მიიჩნევენ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილი კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის არაერთი ფაქტი.

„გამოვლინდა წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის, ფიზიკური დაპირისპირებისა და სააგიტაციო მასალის დაზიანების არაერთი შემთხვევა, რაც ადასტურებს იმას, რომ პრობლემად რჩება პოლიტიკური კულტურის ძალადობრივი ხასიათი“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის ფორმალური გამოყენების ფაქტები, ფაქტობრივად, არ დაფიქსირებულა, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს ანალოგიური ეფექტი ჰქონდა.

სამივე ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობას, რომლის საქმიანობაშიც არ შეიმჩნეოდა განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა პარტიების მიმართ.

რაც შეეხება მედიის მუშაობას, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მედიასაშუალებები საკმაოდ დაბალანსებულად აშუქებდნენ წინასაარჩევნო მოვლენებს, თუმცა აღინიშნებოდა წინასაარჩევნო კამპანიის სიღრმისეული გაშუქების დეფიციტი.

„პრობლემატური იყო გენდერული დისბალანსი კანდიდატების წარდგენის თვალსაზრისით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და გენდერული კვოტირების ნორმების გადახედვის აუცილებლობას“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
,ოცნება’ ცდილობს საარჩევნოდ გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი – ISFED
'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
როგორ აფასებენ NGO-ები 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემოს
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა
ISFED: ზურაბიშვილთან შეხვედრებზე ადგილობრივი საჯარო მოხელეები იყვნენ მობილიზებული