FM97.5 / LIVE

დარღვევის ორი ფაქტი ახალციხეში ISFED–ის ანგარიშში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 23.08.2016
საბიუჯეტო რესურსების მობილიზებისა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის ფაქტები ახალციხეში – “სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

დარღვევის ორი ფაქტი ახალციხეში ISFED–ის ანგარიშში

ანგარიშის თანახმად, 17 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა:

ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტის ცვლილების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საანგარიშო პერიოდში ახალციხეში ორი დარღვევა გამოვლინდა. ამათგან, ერთი ეხება 2016 წლის 18 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანდიატების წარდგენის ღონისძიებას.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის 18 ივლისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გელა დემატრაძემ ახალციხის მერიას პარტიის მიერ ამომრჩეველთან დაგეგმილი შეხვედრის ადგილის შესახებ წერილობით აცნობა.

21 ივლისს პარტიამ მერიისგან პასუხი მიიღო, სადაც წერია რომ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შეკრებების ჩატარების მუდმივი ადგილი ყველა პარტიისა და მოქალაქისათვის გამოყოფილია მესხეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და სთხოვა დაგეგმილი ღონისძიება გაემართათ მითითებულ ტერიტორიაზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის“ მოთხოვნების შესაბამისად.

„ახალციხის მერიის მიერ შეხვედრის ჩატარებისთვის ადგილის მითითება არ ჯდება კანონის ნორმებში. საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლის მიხედვით, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. საქართველოს კანონი „შეკრების და მანიფესტაციის შესახებ“ კი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობას, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, როგორც მერმა მედია საშუალებებთან განმარტა, მათ მხოლოდ შესთავაზეს ნაციონალურ მოძრაობას სხვა ადგილი შეხვედრისთვის და არანაირად არ შეუზღუდავთ საქმიანობის განხორციელება. მიუხედავად ამ ფაქტისა, პარტიამ 24 ივლისს ამომრჩეველთან შეხვედრა და აქცია მუნიციპალიტეტის მითითების მიუხედავად, თავდაპირველად დაგეგმილ ადგილას გამართა

მეორე შემთხვევა საბიუჯეტო ცვლილებებს უკავშირდება. ანგარიშის მიხედვით, 29 ივლისს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილება განახორციელა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს დაემატა 202,400 ლარი, რომელიც მოხმარდება რამდენიმე ქუჩის მოასფალტებას. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ ბიუჯეტი საწარმოთა ქონების გადასახადების, ტენდერებიდან დაზოგილი თანხით და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხით გაიზარდა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივლისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) მხარდაჭერით.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამ პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საქმიანობა უფრო ინტენსიური გახდა. თუმცა, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა დარღვევებმა, რომლებზეც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება საფრთხის შემცველია თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის
სამართლიანმა არჩევნებმა ადგილობრივ თვითმმართველობებს, ცესკოს, საარჩევნო სუბიექტებს და უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციებით მიმართავს გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით და საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა – სამცხე–ჯავახეთი ISFED-ის მეოთხე ანგარიშში
მერიის უარი ‘ნაციონალებს’ აქციის კონკრეტულ ტერიტორიაზე გამართვაზე
ახალციხის ბიუჯეტი 202 400 ლარით გაიზარდა
,ოცნება’ ცდილობს საარჩევნოდ გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი – ISFED
ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა