FM97.5 / LIVE

ბორჯომში, სტიქიის ზონაში, სამუშაოები განახლდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2017
დილის 05:00 საათიდან, ბორჯომში, სტიქიის ზონაში, სამუშაოები განახლდა. 06:00 საათიდან განაახლა მუშაობა ავიაციამაც. ამ ეტაპზე სამაშველო ოპერაციაში 6 ვერტმფრენი მონაწილეობს.

ბორჯომში, სტიქიის ზონაში, სამუშაოები განახლდა
სტიქიის ზონაში, საგანგებო შტაბის დავალებით, სხვადასხვა უწყებები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ადგილზე რჩებოდნენ შსს–ს თანამშრომლები და მეხანძრე–მაშველებიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ დღეს, 23 აგვისტოს დილიდან 1000–მდე ცოცხალი ძალა, სტიქიის ზონაში უკვე გადანაწილებულია და ცეცხლის ჩაქრობის პროცესი მიმდინარეობს.

ამ დროისათვის უკვე ბორჯომში არიან სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი მეხანძრე–მაშელები და ცეცხლის ქრობის პროცესში ისინიც მონაწილეობენ.

რაც შეეხება ავიაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ დღის ბოლომდე კიდევ ერთი, მეშვიდე ვერტმფრენი დაემატება.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის სტიქის ზონაში ქარი არ არის და არც ღია ცეცხლი ფიქსირდება, უწყებაში იმედოვნებენ, რომ ცეცხლის ქრობის პროცესს ხელს ამინდიც შეუწყობს.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით შექმნილი, საგანგებო შტაბი და ადგილზე იმყოფებიან ქვეყნის პრემიერ–მინისტრი, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე სხვა უწყებების წარმომადგენლები.

დილიდან საგანგებო თათბირი გამართა, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელმაც რეგიონის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დეტალური გეგმა განიხილა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მძიმე ღამის შემდეგ სტიქიის ზონაში მდგომარეობა სტაბილურია
სატყეო სააგენტო:ბორჯომში ტყე 15 ჰექტრამდეა დამწვარი
ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები სრულდება
საგანგებო შტაბი:რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილამდე შეაჩერეს
წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
ღაღვის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო