FM97.5 / LIVE

წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.09.2017
საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 24 სექტემბერს, დილიდან, წაღვერში, სადაც ორი დღეა ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აზერბაიჯანული ვერტმფრენიც ჩაერთვება.

წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთვება
ბორჯომი, სტიქიის ზონა. 23 სექტემბერი, 2017წ. ფოტო: © თინათინ ზაზაძე/სამხრეთის კარიბჭე

სააგენტოც ცნობით, ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ცეცხლის ქრობის პროცესს სპეციალურად შექმნილი საგანგებო შტაბი ადგილზე ხელმძღვანელობს.

"რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 250-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300-მდე თანამშრომელი და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ცეცხლის ქრობის ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებენ, რათა ხანძრის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოხდეს", – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, ჩართულია 20-მდე მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, 18 ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და კომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენები. საჰაერო ტექნიკამ დღის განმავლობაში 104 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებს 215 ტონა წყალი დაასხა. ხანძრის კერების მონიტორინგს საქართველოს საჰაერო ნავიგაციის ვერტმფრენი ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის კერებთან მისაახლოებლად, მიუვალ ადგილებში, სხვადასხვა მიმართულებით, მძიმე ტექნიკის დახმარებით 6 კილომეტრამდე გზა გაიჭრა. ხანძრის კერებთან შეყვანილია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

"ბორჯომის ხეობაში უკვე შემოფრინდა აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში ხვალ, დილიდან ჩაერთვება", – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სააგენტოში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წაღვერში, ხანძრის ჩაქრობაში, ხვალიდან 5 ვერტმფრენი ჩაერთვება
შსს: ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი
ხანძრის მეორე დღე წაღვერში [Photo]
აბასთუმანში ხანძარს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი აქრობს
წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
სააგენტო: დაბა წაღვერის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია
სააგენტო: წაღვერში ღია კერები აღარ არის