FM97.5 / LIVE

საგანგებო შტაბი:რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.08.2017
დღეს, 25 აგვისტოს დილით,ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბმა მორიგი სხდომა გამართა.საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო.

საგანგებო შტაბი:რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება
ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო.

ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის, ათასზე მეტი სამხედრო, სპეციალური ტექნიკით შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცლის კერებს მიუახლოვდებიან, მათ ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ.

ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება. კვლავ აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შტაბის წევრებს სამოქმედო გეგმა განუსაზღვრა და კოორდინაციის კუთხით რამდენიმე დავალება გასცა.

დღეს დილითვე, ბორჯომის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩავიდა. თავდაცვის მინისტრი ამჟამად საგანგებო შტაბში, შტაბის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და შტაბის წევრებს ხვდება.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგანგებო შტაბი: ატენში ხანძარი ლიკვიდირებულია, გრძელდება მუშაობა ბორჯომში
საგანგებო შტაბი: ბორჯომში ცოცხალი ძალის სახით, 1500-მდე ადამიანი მუშაობს
ფშავ–ხევსურეთში ხანძარი ლოკალიზებული, დუშეთში კი ლიკვიდირებულია – შტაბი
ცოცხალი ძალის გარდა ბორჯომში სამხრედრო ტექნიკაც მუშაობს
საგანგებო შტაბმა სტიქიის მეხუთე დღის შედეგები შეაჯამა
ბორჯომში, სტიქიის ზონაში, სამუშაოები განახლდა
ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა დილამდე შეაჩერა