FM97.5 / LIVE

დაბაში ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.08.2017
ბორჯომშო, სოფელ დაბის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში დღეს, 21 აგვისტოს დილით შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც ჩაერთო. გარემოს ერონულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზება დღის მეორე ნახევარში, ლიკვიდირება კი საღამომდე მოხერხდება.

დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩაერთო, რომელიც ცეცხლის ლოკალიზების პროცესს უშუალოდ უხელმძღვანელებს.

სოფელ დაბის ტერიტრიაზ, გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზება უკვე მეორე დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს. ტყის მასივის 5 ჰექტარზე გავრცელებული ცეცხლის ჩაქრობას, ამ დროისათვის 300–ზე მეტი მეხანძრე და მძიმე ტექნიკა ცდილობს.

სახანძრო ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა, მხოლოდ დღეს, 21 აგვისტოს დილით მოახერხა, მას შემდეგ, რაც მიუდგომელი გზა გაიჭრა.

მეხანძრეებთან ერთად, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულნი არიან მოხალისებიც.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას განმარტებით, ცეცხლის ლოკალიზება დღის მეორე ნახევარში, ხოლო ლიკვიდაცია საღამომდე უნდა მოხერხდეს.

"საბედნიეროდ, ლოკალიზაციისკენ მიდის ხანძარი. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა, მეორე მხრიდან გზა გაკეთდა, საიდანაც უკვე დაიწყო მოძრაობა სახანძრო მანქანებმა. ადგილზე არიან მაშველები, სატყეო სამსახური. ვერტმფრენი აწარმოებს სამაშველო სამუშაოებს და ვფიქრობ, რომ დღის მეორე ნახევრისთვის ლოკალიზებული იქნება ხანძარი, ლიკვიდირებული კი საღამოს,“–აცხადებს გვაზავა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ, 20 აგვისტოს გაჩნდა.ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა და მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.

შსს–ს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზებზე ძიება, სსკ–ს 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.
დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო

დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო

დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ  200 მეხანძრე ჩაერთო
დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]
დაბის ტერიტორიაზე ხანძარს ვერ აქრობენ
სოფელ დაბის ტერიტორიაზე  ცეცხლის ჩაქრობას  მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ
წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში შსს–ს ვერტმფრენი ჩაერთო – სააგენტო
შსს: დაბაში ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა [Photo/Video]